ცენტრალური და სამხრეთ ევროპული სახელმწიფოები რუსულ გაზზე უარის თქმასა და ბუნებრივი აირის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებას გეგმავენ. გადაწყდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და აირის მომწოდებელთა დივერსიფიცირება, ანუ მინიმუმ სამი წყაროს მოძიება.
შესაბამის შეთანხმებას ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში ხელი მოაწერეს ევროკომისიის ვიცე –პრეზიდენტმა, მაროშ შევჩოვიჩმა, კლიმატური ცვლილებებისა და ენერკეტიკის საკითხების ევროკომისარმა მიგელ არის კანტენტემ, ასევე ავსტრიის, ალბანეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, იტალიის,მაკედონიის, რუმინეთის, სლოვაკეტის, სლოვენიის, უნგრეთის, სერბეთის, ხორვატიის და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრებმა.
ენერგიის მიღების პრიორიტულ წყაროდ დასახელდა ტრანსადრიატიკული ანუ TANAP-ის გაზსადენი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით ცენტრალური აზიიდან და აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის მიღების საშუალებას იძლევა. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ამ პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში რუსეთის ეკონომიკა საკმაოდ მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება და ქვეყანა შესაძლოა ე.წ. სავალუტო შიმშილის წინაშე დადგეს.