Tag Archives: #ნავთობპროდუქტები

ნავთობის ფასის სამომავლო ტენდენციები ბუნდოვანია

ყირიმის ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა

„ჩერნომორნეფტეგაზის“ ნავთობმომპოვებელ პლატფორმაზე გაჩენილი ხანძარი ჭაბურღილს მიუახლოვდა. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ხელისუფლება მანამდე იტყობინებოდა, რომ პლატფორმაზე დარტყმა განახორციელეს უკრაინის ჯარებმა. ხანძრის ჩაქრობა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ განუცხადა სენატორმა ყირიმიდან, ოლგა კოვიტიდიმ. მან ასევე თქვა, რომ შვიდი ადამიანი ჯერაც უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მათი ძებნა გრძელდება. გუშინ ანექსირებული ყირიმის ხელმძღვანელმა სერგეი აქსიონოვმა თქვა, რომ უკრაინის ჯარებმა დარტყმა მიაყენეს „ჩერნომორნეფტეგაზის“ სამ ...

Read More »

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. ამის შესახებ Reuters წერს. არსებული ცნობებით, მოსკოვმა პეკინს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სანქციების ფონზე ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა. ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid-ისა და ეკონომიკის შენელების გამო მოთხოვნა შემცირდა. წინა წელთან შედარებით ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა (მაისში რეკორდულ დონს მიაღწია), რამაც ჩაანაცვლა საუდის არაბეთი, როგორც ჩინეთის უდიდესი მიმწოდებელი. ჩინურმა ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის  21 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  115.1 (+0.88)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  111.52 (+1.96)  დოლარი/ბარელზე

Read More »

თოყაევის განცხადებების შემდეგ, რუსეთმა ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირებაზე შეზღუდვები დააწესა

რუსეთმა შეზღუდა ნავთობის გადაზიდვა ყაზახეთიდან ნოვოროსიისკის პორტის გავლით. როგორც უცხოური მედია იუწყება, ეს მოხდა ყაზახეთის პრეზიდენტის ყასიმ-ჟომარტ თოყაევის არაერთი მკაცრი განცხადების ფონზე, სანქტ-პეტერბურგში SPIEF-ის ეკონომიკურ ფორუმზე. ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა გააკეთა კრემლისთვის მოულოდნელი განცხადებები და სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ ყაზახეთი არ ცნობს DPR-ს და LPR-ს, რადგან მათ „კვაზისახელმწიფოებრივ სტრუქტურებად“ მიიჩნევს. „თუ ერის თვითგამორკვევის უფლება მთელ მსოფლიოში განხორციელდება, მაშინ ...

Read More »

მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩინეთში რუსეთის ნავთობის იმპორტი

რუსეთიდან ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით. მან სარეკორდო მაჩვენებელს მიაღწია მაისში. ამის შესახებ Reuters-ი წერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო სამმართველოს მონაცემებზე დაყრდნობით. მიმდინარე წლის მაისში ჩინეთში რუსეთიდან ნავთობის იმპორტმა თითქმის 8,42 მილიონი ტონა შეადგინა, რაც ეკვივალენტურია დღე-ღამეში დაახლოებით 1,98 მილიონი ბარელისა. ეს 25%-ით მეტია აპრილის მაჩვენებელთან შედარებით. რუსეთმა პირველი ადგილი დაიკავა ჩინეთში ნავთობის ექსპორტიორთა შორის, საუდის ...

Read More »

ერაყი აპირებს ნავთობის მოპოვების 8 მილიონ ბარელამდე გაზრდას

ერაყის ხელისუფლება აპირებს ნავთობის მოპოვების გაზრდას 8 მილიონ ბარელამდე/დღეში 2027 წლის ბოლოსთვის. ამის შესახებ ინფორმაციას, ერაყის ნავთობის მინისტრის იჰსან აბდ ალ-ჯაბარზე დაყრდნობით, “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა სააგენტო” ავრცელებს. „ერაყი მუშაობს ნავთობის ენერგიის მატების შესაძლებლობების გასაზრდელად, ჩვენ გვაქვს მსხვილი პროექტები წარმოების გასაზრდელად. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ  მოპოვების პიკს – რვა მილიონი ბარელს 2027 წლის ბოლოსთვის“, – განაცხადა მინისტრმა. 2022 წლის ივლისში ერაყში ნავთობის მოპოვების ...

Read More »

მაშველი რგოლი სამხრეთ ამერიკიდან – ვენესუელური ნავთობის პირველი პარტია ევროპაში გასაგზავნად მზადაა

ვენესუელური მძიმე ტანკერი 650 000 ბარელი ნავთობით, რომელიც იტალიური კომპანია Eni-ს მიერაა დაქირავებული, მალე ევროპაში გაემგზავრება, იტყობინება Reuters-ი, Refinitiv Eikon მონაცემთა ანალიზისა და ფინანსური ბაზრების ინფრასტრუქტურის ცენტრზე დაყრდნობით. ეს იქნება ევროპაში ნედლი ნავთობის პირველი ექსპორტი ვენესუელადან, რომელიც აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, ორი წლის განმავლობაში. სააგენტოს ცნობით, მეორე ტანკერი უკვე მიემართება ვენესუელაში. დაგეგმილია, რომ ის ივნისში 2 მილიონი ბარელი ნავთობის პარტიით ...

Read More »

ნოვაკი: წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს

2022 წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასმა შესაძლოა 150 დოლარს გადააჭარბოს ბარელზე, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერის ალექსანდრ ნოვაკის სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „პრინციპში არ გამოვრიცხავ, რომ წლის ბოლოსთვის ნავთობის ფასი იყოს 150 დოლარი ბარელზე და, შესაძლოა, უფრო მეტიც კი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ლოგისტიკაზე, რომელიც ჩამოყალიბდება ევროპაში“, – განაცხადა ნოვაკმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ენერგორესურსებზე მაღალი ფასების ...

Read More »
ნორვეგიელი მუშების გაფიცვამ ნავთობის ფასი გაზარდა

ნორვეგიამ რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი აკრძალა

ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შეუერთდა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ და რუსული ნავთობის იმპორტი აკრძალა. ამის შესახებ 17 ივნისს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა. “ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის მთავრობასა და ელიტაზე. ახლა ჩვენ ვკრძალავთ ნავთობის იმპორტს, რომელიც ზღვით ტრანსპორტირდება რუსეთიდან ნორვეგიაში. ნედლი ნავთობის და სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის აკრძალვა დაუყოვნებლივ ამოქმედდება, მაგრამ წესები ...

Read More »

ნავთობის ფასი კლებას კვლავაც განაგრძობს

2022 წლის  17 ივნისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  119.3 (-0.28)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  117.27 (-0.32)  დოლარი/ბარელზე.

Read More »