ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა

ჩინეთისთვის ნავთობის უმსხვილესი მიმწოდებელი რუსეთი გახდა. ამის შესახებ Reuters წერს.

არსებული ცნობებით, მოსკოვმა პეკინს რუსეთ-უკრაინის ომის გამო, სანქციების ფონზე ნედლი ნავთობი ფასდაკლებით მიჰყიდა.

ჩინეთმა გააძლიერა რუსული ნავთობის შესყიდვები, მიუხედავად იმისა, რომ Covid-ისა და ეკონომიკის შენელების გამო მოთხოვნა შემცირდა. წინა წელთან შედარებით ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტი 55%-ით გაიზარდა (მაისში რეკორდულ დონს მიაღწია), რამაც ჩაანაცვლა საუდის არაბეთი, როგორც ჩინეთის უდიდესი მიმწოდებელი.

ჩინურმა კომპანიებმა, მათ შორის სახელმწიფო გადამამუშავებელმა გიგანტებმა Sinopec-მა და Zhenhua Oil-მა ბოლო თვეების განმავლობაში ფასდაკლების გამო, რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდეს.

ჩინეთის გენერალური საბაჟო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩინეთში რუსული ნავთობის იმპორტმა, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ციმბირის წყნარი ოკეანის მილსადენით და ზღვით გადაზიდვას, გასულ თვეში თითქმის 8.42 მილიონი ტონა შეადგინა.

კრემლის ინფორმაციით, რუსეთის და ჩინეთის პრეზიდენტები დასავლეთის სანქციების პოლიტიკის გამო ენერგეტიკის, ფინანსებისა და მრეწველობის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე შეთანხმდნენ.

Leave a Reply