Tag Archives: #ნავთობი

„ბოევიკები“ ერაყში ნავთობის საბადოებს თავს დაესხნენ

ერაყის ნავთობის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში „ბოევიკები“ ნავთობის ორ საბადოს თავს დაესხნენ. ამის შესახებ „ანადოლუ“ იუწყება. თავდასხმა კირკუკის პროვინციაში მოხდა. თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაჭრილები, რომელთა ზუსტი რაოდენობა არ სახელდება. აფეთქებას ხანძარი მოჰყვა, რომელიც სახანძრო სამსახურმა ჩააქრო. ერაყის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებმა“ მოაწყვეს. ამ დაჯგუფების წევრებმა ბოლო დროს ერაყში შეტევების ინტენსივობა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ ერაყმა 2017 ...

Read More »

რუსეთმა ერთ თვეში თითქმის ორჯერ შეამცირა ნავთობის ექსპორტი აშშ-ში

რუსეთმა თებერვალში შეინარჩუნა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის მესამე პოზიცია, 12,691 მილიონი ბარელი ექსპორტით, მაგრამ იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 1,6-ჯერ შემცირდა, აღნიშნულია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში. კანადა კვლავ პირველ ადგილზე რჩება, მან მეზობელ ქვეყანას 120,612 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიაწოდა, ხოლო მექსიკა, რომელმაც 27,165 მილიონი ბარელი გაიტანა ექსპორტზე შეერთებულ შტატებში, მეორე ადგილზეა. საუდის არაბეთი ...

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 485,12 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები გაიზარდა 737 ათასი ბარელით  და შეადგინა  235,81 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები შემცირდა 2,9 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 136,15 მლნ ბარელი. ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Read More »
ირანი ევროპას ნავთობს 7 დოლარად მიაწვდის

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, 2021 წლის  5 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.96 (+  0,08) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.63 (- 0,06)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

თურქმენეთმა და ირანმა ნავთობის მოპოვებაში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, თეირანში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის ელჩს ახმეტ გურბანოვსა და ირანის  ნავთობმომპოვებელი კომპანიის Khazar Exploration and Production Company (KEPCO) გენერალურ დირექტორს ალი ოსულს შორის, რომლის დროსაც განიხილეს სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები. KEPCO არის ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1998 წლის იანვარში. კომპანია ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ნავთობთან და გაზთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხრეთ ...

Read More »

ინდური პანდემიური ტალღის მიუხედავად, ნავთობი მაინც ძვირდება

ახალი სავაჭრო კვირა ნავთობის გაიაფებით დაიწყო, რასაც ინდოეთში კორონავირუსის ინფექციების რიცხვის ზრდა და OPEC+ მიერ მიწოდების შესაძლო გაზრდა განაპირობებდა. თუმცა, ორშაბათის სავაჭრო დღის მეორე ნახევარში ფასმა ზრდა დაიწყო და ჯერ ბარელში 67 დოლარს (ბრენტი) ასცდა, დღეს კი 69.00 ნიშნულს მიაღწია. ფასის ზრდის მთავარი მიზეზი ისაა, რომ აშშ-ის და ჩინეთის ეკონომიკები სწრაფი ტემპით ვითარდება, რაც ნავთობზე მოთხოვნის ზრდის მოლოდინს ქმნის. ინდოეთში ...

Read More »
სოკარმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირება 16%-ით შეამცირა

წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა

“ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმიდინარე წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა. 2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან გაიგზავნა 68 მლნ 644,641 ათასი ბარელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქს-აზერბაიჯანი” კომპანია “BPTAS International Limited Company”-ის განცხადებაზე დაყრდნობით. “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილ იქნა მსოფლიო ბაზრებზე 3 მლრდ ...

Read More »

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა. 2021 წლის  3 მაისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.29 (+  0.04) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  64.49 (+ 0.91  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება გაზარდა

რუსეთმა აპრილში ნავთობის მოპოვება OPEC+-ის გულუხვი კვოტის წყალობით გაზარდა. ენერგეტიკის სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყანამ 42,81 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი და კონდენსატი მოიპოვა. ეს 10,46 მილიონ ბარელს უდრის დღეში და მარტის მონაცემებზე 1,9%-ით მეტია. როგორც ვიცე პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა გასულ კვირას ტელეკომპანია Rossiya 24-თან ინტერვიუში განაცხადა, რუსეთი, როგორც წესი, დაპირებული შემცირების თითქმის 100%-ს ასრულებს. საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს მიხედვით, ქვეყნის ...

Read More »
ირანური გაზის ექსპორტთან დაკავშირებულ პროექტზე მუშაობა ორ თვეში დასრულდება

ირანში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა

ირანში, ქალაქ ყუმში ნავთობქიმიური ქარხანა აფეთქდა. ადგილზე 150-მდე მეხანძრე-მაშველი და 20-მდე სახანძრო მანქანა მუშაობს. მედიის ინფორმაციით, ორი მეხანძრე სერიოზულადაა დაშავებული. ასევე, ცეცხლის ჩაქრობის მცდელობისას, ორ სახანძრო მანქანას ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ქარხანაში ჯერ ხანძარი გაჩნდა, შემდეგ კი, ამან აფეთქება გამოიწვია. სახანძრო სამსახური აცხადებს, რომ შეძლეს, თავიდან აეცილებინათ ცეცხლის ახლომდებარე ტანკერებზე გავრცელება, რასაც კატასტროფის გამოწვევა შეეძლო. ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ხანძარი და ...

Read More »