გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მლნ ბარელით შემცირდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 7,99 მილიონი  ბარელით შემცირდა და შეადგინა 485,12 მლნ ბარელი – აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ბენზინის მარაგები გაიზარდა 737 ათასი ბარელით  და შეადგინა  235,81 მლნ ბარელი.

დისტილატების მარაგები შემცირდა 2,9 მილიონი  ბარელით  და შეადგინა 136,15 მლნ ბარელი.

ნავთობის იმპორტი აშშ-ში კვირის განმავლობაში შემცირდა 1 მლნ ბარელით/დღე-ღამეში 4,9 მლნ ბარელამდე/დღე-ღამეში.

Leave a Reply