რუსეთმა ერთ თვეში თითქმის ორჯერ შეამცირა ნავთობის ექსპორტი აშშ-ში

რუსეთმა თებერვალში შეინარჩუნა აშშ-ში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების უმსხვილეს მიმწოდებლებს შორის მესამე პოზიცია, 12,691 მილიონი ბარელი ექსპორტით, მაგრამ იანვართან შედარებით ეს მაჩვენებელი 1,6-ჯერ შემცირდა, აღნიშნულია აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

კანადა კვლავ პირველ ადგილზე რჩება, მან მეზობელ ქვეყანას 120,612 მილიონი ბარელი ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიაწოდა, ხოლო მექსიკა, რომელმაც 27,165 მილიონი ბარელი გაიტანა ექსპორტზე შეერთებულ შტატებში, მეორე ადგილზეა. საუდის არაბეთი მეხუთე ადგილზე ჩამოქვეითდა 7,513 მილიონი ბარელით და შესაბამისად, მეოთხე ადგილი დაუთმო კოლუმბიას, რომელმაც 7,616 მილიონი ბარელი ნავთობითა და ნავთობპროდუქტებით მოამარაგა აშშ.

რაც შეეხება უშუალოდ ნავთობს (სხვა ნავთობროდუქტების გამოკლებით), აქ რუსეთი ერთბაშად ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და მეათე ადგილი დაიკავა, რადგან მან “მხოლოდ” 1.555 მილიონი ბარელი (დღეში 56 ათასი ბარელი) მიაწოდა შეერთებულ შტატებს, რაც იანვრის მონაცემებზე თითქმის ორჯერ ნაკლებია. პირველი სამი პოზიცია დაიკავეს კანადამ, მექსიკამ და საუდის არაბეთმა, ამ უკანასკნელმა აშშ-ს 7,2226 მილიონი ბარელი (258 ათასი ბარელი დღეში) ნავთობი მიაწოდა.

ზოგადად, ნავთობისა და ნავთობპროდუქტების იმპორტი შეერთებულ შტატებში თებერვალში შემცირდა 3.4%-ით, 7.648 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო ექსპორტი-12%-ით – 7.661 მილიონი ბარელით დღეში. ამავდროულად, მხოლოდ ნავთობის იმპორტი შეერთებულ შტატებში საანგარიშო თვეში ასევე შემცირდა 3,4%-ით, 5,589 მილიონი ბარელით დღეში, ხოლო ექსპორტი-14,6%-ით, 2,703 მილიონი ბარელით დღეში.

ნინო სამადაშვილი

Leave a Reply