თურქმენეთმა და ირანმა ნავთობის მოპოვებაში თანამშრომლობის გაფართოების საკითხი განიხილეს

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, თეირანში გაიმართა შეხვედრა თურქმენეთის ელჩს ახმეტ გურბანოვსა და ირანის  ნავთობმომპოვებელი კომპანიის Khazar Exploration and Production Company (KEPCO) გენერალურ დირექტორს ალი ოსულს შორის, რომლის დროსაც განიხილეს სანავთობო სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხები.

KEPCO არის ირანის ნაციონალური ნავთობკომპანიის (NIOC) შვილობილი კომპანია, რომელიც დაარსდა 1998 წლის იანვარში. კომპანია ახორციელებს აქტიურ საქმიანობას ნავთობთან და გაზთან დაკავშირებულ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სამხრეთ კასპიის ქვეყნებში და ირანში სამ ზღვისპირა პროვინციაში დაზვერვაში, დამუშავებასა და მოპოვებაში.

”არსებობს დიდი პოტენციალი კასპიის ზღვაში ენერგეტიკის სფეროში თურქმენეთ-ირანის თანამშრომლობის გაფართოების, რაც ხელს შეუწყობს ამ ორი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას”, – განაცხადა ელჩმა აჰმედ გურბანოვმა.

Leave a Reply