“ნავთობპროდუქტების იმორტიორთა კავშირის” ინფორმაციით, მიმიდინარე წელს ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან დაახლოებით 69 მლნ ტონა ნავთობი გაიგზავნა.
2021 წლის იანვარ-აპრილის თვეების განმავლობაში ჯეიჰანის ნავთობტერმინალიდან გაიგზავნა 68 მლნ 644,641 ათასი ბარელი ნავთობი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ტრანსპორტირების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს “ინტერფაქს-აზერბაიჯანი” კომპანია “BPTAS International Limited Company”-ის განცხადებაზე დაყრდნობით.
“ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის ექსპლუატაციაში შესვლის მომენტიდან მთელი პერიოდის განმავლობაში ჯეიჰანის ტერმინალიდან გაგზავნილ იქნა მსოფლიო ბაზრებზე 3 მლრდ 639 მლნ 661,108 ათასი ბარელი ნავთობი”, – აღნიშნეს კომპანიაში.
დღეისათვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ხდება ნავთობის გატარება აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის საბადოს ბლოკიდან და კონდენსატის შახ-დენიზის საბადოდან, ასევე კომპანია Socar-ის ნავთობის. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ხორციელდება ასევე თურქმენული, ყაზახური და რუსული ნავთობის გატარება.