ბუნებრივი აირი

ევროპაში გაზის ფასი მცირედით გაიზარდა

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 5%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 800 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 822,7 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. რამოდენიმე დღის წინ ღირებულებმ 1000 დოლარსაც გადააჭარბა, თუმცა შემდეგ მკვეთრად დაიკლო ასევე, შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ...

Read More »

გაზი, ინვესტიციები, ვაჭრობა – რუსეთ-გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები

ოფიციალური მონაცემებით 2021 წელს რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ბრუნვამ $57 მილიარდს გადააჭარბა და ჩინეთის შემდეგ, გერმანია რუსეთის რიგით მეორე სავაჭრო პარტნიორი გახდა. როგორც გუშინ რუსეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის ერთობლივ ბრიფინგზე ითქვა, ამ ეტაპზე გერმანული კაპიტალით რუსეთში 4 ათასი კომპანია საქმიანობს და გერმანულმა ინვესტიციებმა რუსეთში $21 მილიარდს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის ინვესტიციები გერმანიაში $10 მილიარდს აჭარბებს. რუსულ-გერმანულ ურთიერთობებში დიდი ადგილი უკავია ...

Read More »

ევროპის ყველაზე ენერგოდამოკიდებული ქვეყნები რუსეთის ენერგორესურსებზე

8 თებერვალს, ევროკავშირის ენერგომომარაგების სააგენტომ ACER-მა დაასახელა მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროპაში რუსეთის ენერგორესურსებზე ყველაზე დამოკიდებულ ქვეყნებად. ამის შესახებ სააგენტო Regnum-ი წერს. ACER-ის მონაცემებით, ჩრდილოეთ მაკედონია რუსულ გაზზე 100%-ით არის დამოკიდებული, სერბეთი 89%-ით, ბულგარეთი 77%-ით, სლოვენია 51%-ით. დასავლეთ ევროპის ქვეყნებიდან რუსულ გაზზე დამოკიდებულებით ფინეთი გამოირჩევა, დამოკიდებულების მინიმალური დონე საფრანგეთს მიეკუთვნება – 24%. ამასთან, ადრე ჩრდილოეთ მაკედონიაში გამოაცხადეს ...

Read More »

უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ფონზე ევროპაში გაზის ფასმა 1000 დოლარს გადააჭარბა

უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 13,7%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1000 დოლარს გადააჭარბა. გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1031,8 აშშ დოლარი შეადგინა. ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. მათ შორის ცალკეული ქვეყნების განცხადებები და მოწოდებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ, ...

Read More »

ბაიდენმა და ჯონსონმა ევროკავშირს რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირებისკენ მოუწოდეს

დასავლელი მოკავშირეები უნდა დარჩნენ ერთიანი რუსული საფრთხის წინაშე, მათ შორის სანქციების მნიშვნელოვანი პაკეტის დაწესება რუსული აგრესიის ესკალაციის შემთხვევაში. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ბორის ჯონსონის სატელეფონო საუბრისას გაცხადდა. უკრაინაში ესკალაციის თემა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი განსახილველი იყო . მათ აღნიშნეს, რომ კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარების “ფანჯარა” ჯერ კიდევ არსებობს. ამავდროულად, ბაიდენმა და ჯონსონმა ხაზგასმით ...

Read More »

“თბილისი ენერჯი”: ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები იყო

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ დიღმის მასივში, სადაც დღეს, 15 თებერვალს, დილით აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. კომპანიაში აფეთქების მიზეზებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებენ. “დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან. ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება”, – აცხადებენ კომპანიაში. აფეთქების ხმა დიღმის ...

Read More »

„თბილისი ენერჯი“: ვახუშტის ხიდის მიმდებარედ სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო სატრანსპორტო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

ვახუშტის ხიდის მიმდებარედ 14 თებერვალს, 19:00 საათზე, „თბილისი ენერჯი“ ავარიული გაზმომარაგების ქსელის აღდგენის მიზნით სამუშაოები დაიწყო. „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას დროებით, ნაწილობრივ შეიზღუდება სატრანსპორტო მოძრაობა, მეორე დღის, 15 თებერვლის 8:00 საათამდე. კომპანია ბოდიშს უხდის მოქალაქეებს შექმნილი დისკომფორტის გამო. თბილისის გაზმომარაგების ქსელის განახლება და რეაბილიტაცია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. აღნიშნული სამუშაოები აუცილებელია დედაქალაქის უწყვეტი და უსაფრთხო გაზმომარაგებისთვის.

Read More »

„თბილისი ენერჯი“: საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო გაზით აფეთქებას გადაურჩა

გაზით აფეთქებას გადაურჩა საბურთალოზე მდებარე ერთ-ერთი სასტუმრო, – ამის შესახებ ნათქვამია „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. კომპანიის ცნობით, შენობის ბოლო სართულზე სამზარეულოში უყურადღებობის გამო გაზქურის ონკანი გახსნილი დატოვეს და მთელ შენობაში გაზის სუნი იგრძნობოდა. „114 სწრაფი რეაგირების ბიჭების ოპერატიული მოქმედებით, შენობაში მყოფი ადამიანები ტრაგედიას გადაურჩნენ. ფრთხილად იყავით გაზის დანადგარებთან და დაიცავით უსაფრთხო მოხმარების წესები“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »
თბილისში ბუნებრივი გაზის მკვეთრი სუნი გაზის ჭარბმა ოდორიზებამ გამოიწვია

ფოთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდა

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: “გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზით მომარაგების პროცესში შექმნილი ტექნიკური პრობლემის გამო ქ. ფოთის მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდება დროებით შეიზღუდა. შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის სპეციალისტების მიერ დარღვევის აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და უმოკლეს პერიოდში დაარულდება. სამუშაოების დასრულების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენას ეტაპობრივად “სოკარ ჯორჯია გაზი” განახირციელებს.”

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

საქართველოს დერეფანში გაზის ტრანზიტი გაოთხმაგებულია

საქართველოს დერეფანით გაზის ტრანზიტი 4-ჯერ გაიზარდა. BP-ის ინფორმაციით, 2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კუბ. მეტრი გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კუბ. მეტრი აზერბაიჯანული გაზია გატარებული. მილსადენის დატვირთვა 2010 წელთან შედარებით, როდესაც, 4.3 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარება ხდებოდა, 4-ჯერ გაიზარდა. 2020 წელთან შედარებით კი, ზრდა 59%-ია. BP-ის ანგარიშიდან ირკვევა, ...

Read More »