უკრაინაში მზარდი დაძაბულობის ფონზე, ევროპაში ბუნებრივი აირის ფასი ბოლო 24 საათში, 13,7%-ით გაიზარდა და ათას კუბურ მეტრზე 1000 დოლარს გადააჭარბა.
გაზის მარტის ფიუჩერსების ფასმა ნიდერლანდების TTF-ის ჰაბში ვაჭრობის გახსნისას ათას კუბურ მეტრზე 1031,8 აშშ დოლარი შეადგინა.
ანალიტიკოსების განცხადებით გაზზე ფასის ზრდას განაპირობებს ის დაძაბულობა, რომელიც ფიქსირდება უკრაინაში. მათ შორის ცალკეული ქვეყნების განცხადებები და მოწოდებები საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებისადმი დაუყოვნებლივი ევაკუაციის შესახებ, რუსეთიდან მოსალოდნელი სამხედრო საფრთხის ფონზე.
შეგახსენებთ, რომ 21-22 დეკემბერს გაზი ევროპის ბაზარზე $2 000-ზე მეტი ღირდა. თუმცა, შემდეგ, ევროპაში ძლიერი ქარის გამო ქარის ელსადგურებზე ელგამომუშავების რეკორდულ მაჩვენებელისა და აშშ-დან გათხევადებული აირის მარაგების გაზრდის გამო ბუნებრივი აირის ფასი განახევრდა.