“თბილისი ენერჯი”: ბინაში, რომელშიც აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები იყო

გაზგამანაწილებელი კომპანია “თბილისი ენერჯი” აცხადებს, რომ დიღმის მასივში, სადაც დღეს, 15 თებერვალს, დილით აფეთქება მოხდა, სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. კომპანიაში აფეთქების მიზეზებზე დაზუსტებული ინფორმაცია ჯერ არ აქვთ, თუმცა პირველადი მოკვლევის შედეგებს ავრცელებენ.

“დაზუსტებულია, რომ ბინაში რემონტი მიმდინარეობდა. წინასწარი ინფორმაციით საქმე გვაქვს დაუდევრობასთან და დანადგარების თვითნებურ დემონტაჟთან, ან გადაადგილებასთან. ვრცელი განცხადება მოგვიანებით, სპეციალისტების დასკვნის შემდეგ გავრცელდება”, – აცხადებენ კომპანიაში.

აფეთქების ხმა დიღმის მასივში დილით გაისმა. სავარაუდოდ ბუნებრივი აირის დაგროვების გამო, ცეცხლი გაუჩნდა კორპუსში მეშვიდე სართულზე მდებარე ბინას. მეხანძრე-მაშველებმა ბინიდან ერთი ადამიანი გაიყვანეს.

“დამწვრობა მიღებული აქვს სახეზე, ორივე მტევანზე, გულ-მკერდის გარკვეულ ნაწილზე. 20 პროცენტია თერმული დაზიანება – მე-2 მე-3 ხარისხის, ამას ემატება თერმული დაზიანება სასუნთქი გზების. ის მოთავსებულია დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში, მიმდინარეობს დამწვრობის შოკის საწინააღმდეგო მკურნალობ

Leave a Reply