ბუნებრივი აირი

რუსულმა შანტაჟმა არ გაამართლა: ევროპაში გაზის ფასი შემცირდა

12 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. საწვავის ღირებულება, მიუხედავად Nord Stream გაზსადენის გათიშვისა, სტაბილურად იკლებს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდით და ასევე საწყობების შევსების მნიშვნელოვნად მაღალი დონით. წერს „უნიანი“. მედიასაშუალება წერს, რომ არაერთი  ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან პოლონეთი და საფრანგეთი, ზამთარს გარანტირებულად შეხვდებიან გაზმომარაგებით. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული წევრი გერმანია იქნება. ...

Read More »
აზერბაიჯანიდან საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი იზრდება

წელს აზერბაიჯანმა საქართველოში 1,7 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა

8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებულმა გაზის მოცულობამ 1,7 მლრდ კუბ/მ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში გააღჟერა. როგორც Trend-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,3 მლრდ კუბ/მ გაზი გაიტანა. გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი რესურსების ექსპორტი 23%-ით გაზარდა. „თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მლრდ კუბ/მ შეადგინა, ...

Read More »

გერმანია სამუდამოდ ემშვიდობება რუსულ გაზს

ენერგეტიკული ხიდი რუსეთი–ევროპა, რომელიც ბრეჟნევის პერიოდში აშენდა, სამუდამოდ დარჩება ისტორიის სანაგვეზე. გერმანიამ, გაზპრომის ერთ დროს უმსხვილესმა კლიენტმა, რუსული გაზის დაბრუნების იმედი დაკარგა და გრძელვადიან კონტრაქტებს აფორმებს გათხევადებული ბუნებრივი გაზის მიღებაზე. მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი თქვა ჩრდილოეთის ნაკადის ტურბინის მიღებაზე, შემდეგ ამ მილსადენით მიწოდება 20%–მდე შეამცირა და ბოლოს მთლიანად გააჩერა ეს გაზსადენი, გერმანულმა ენერგოკომპანიებმა მასობრივად დაიწყეს იმის კეთება, რაზეც უარს ...

Read More »

შოლცი: გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე

გერმანია და ევროპა მზად არიან, სრულად თქვან უარი რუსულ გაზზე. Bloomberg-ის ცნობით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე მზადაა ტერმინალები თხევადი ბუნებრივი აირის მისაღებად და გერმანიამ საკუთარი მარაგების ეკონომია დაიწყო. შოლცის განცხადებით, გერმანია მზადაა რუსეთის მხრიდან ენერგომატარებლების მიწოდების მკვეთრი შემცირებისთვის.

Read More »

რუსები შესაძლოა იაფი გაზის გარეშე დარჩნენ

რუსეთის მაცხოვრებლებმა შეიძლება დაკარგონ იაფი გაზი რუსეთსა და ევროკავშირს შორის დაპირისპირების გამო. ამ დასკვნამდე მივიდა რუსეთის მთავრობა, რომლის შესახებ აღნიშნულია დახურულ ანგარიშში, წერს Reuters. „უცხოელ მომხმარებელთა მიწოდების შემცირება გამოიწვევს სისტემის დისბალანსს, როდესაც შიდა ბაზარზე დაბალი ფასები კომპენსირდება ექსპორტის შემოსავლით“, – ნათქვამია დოკუმენტში. აღნიშნული განიხილეს 30 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინთან შეხვედრაზე. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ საუბარია 1960-იან წლებში ლეონიდ ბრეჟნევის დროს შექმნილი ეკონომიკური ...

Read More »
თურქეთმა გაზის იმპორტზე ყატართან მემორანდუმი გააფორმა

ლატვიამ რუსეთიდან გაზის იმპორტი განაახლა

რუსეთიდან ლატვიაში ბუნებრივი აირი კვლავ მიედინება. ინფორმაციას ამის შესახებ ლიეტუვური მედია ლატვიის მაგისტრალური გაზსადენების ოპერატორ Conexus Baltic Grid-ზე დაყრდნობით ავრცელებს. ოპერატორის მონაცემებით ირკვევა, რომ 3 და 4 სექტემბერს რუსეთიდან ლატვიაში 3 გიგავატ საათი გაზი იყო მიწოდებული, 5 სექტემბერს – 4 გიგავატ საათი, ხოლო 6, 7 და 8 სექტემბერს – 11 გიგავატ საათი. ლატვიამ, ისევე როგორც ლიეტუვამ და ესტონეთმა, შეაჩერა გაზის იმპორტი რუსეთიდან ...

Read More »

ჩინეთი რუსეთისგან თხევად ბუნებრივ აირს ნახევარ ფასად ყიდულობს

რუსეთის შორეული აღმოსავლეთით არსებულმა Sakhalin-2-ის სახელწოდებით ცნობილმა თხევადი ბუნებრივი აირის საექსპორტო ქარხანამ, დეკემბრის ჩათვლით მიწოდებისთვის, ჩინეთს გარკვეული მოცულობის LNG ტვირთი მიჰყიდა. საკითხში გაცნობიერებული მოვაჭრეების განცხადებით, აზიური ქვეყანა მის სანაცვლოდ სპოტ-ბაზარზე არსებული ფასის ნახევარს იხდის. საინტერესოა, რომ გარიგება ორივე მხარისთვის სარგებლის მომტანია – ჩინეთს იაფი მიწოდების უზრუნველყოფა და ტვირთის ევროპისა და აზიის კომუნალურ კომპანიებში გადაყიდვა შეუძლია, ხოლო რუსეთს, მიუხედავად მისი ნახევარ ...

Read More »

ერდოღანმა პუტინს გაზზე ფასდაკლება სთხოვა

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg. „პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა. თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების ...

Read More »

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. “რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე. 7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, ...

Read More »

მოლდოვას აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება სურს

„მოლდოვა განიხილავს აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობას“, – ამის შესახებ მოლდოვის ვიცე-პრემიერმა, ანდრეი სპინუმ მოლდოვის ტელევიზიის ეთერში საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მოლდოვის მთავრობა ემზადება საგანგებო სიტუაციებისთვის და განიხილავს რუმინეთთან და აზერბაიჯანთან გაზის მიწოდების გრძელვადიანი ხელშეკრულების გაფორმებას. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მოლდოვა დაკავშირებულია ელექტროგადამცემი ქსელების ოპერატორთა ევროპულ საზოგადოებასთან ელექტროენერგიის დარგში და ეს უფრო მეტ შესაძლებლობებს იძლევა, მათ შორის რუმინეთიდან ან ...

Read More »