თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტების რეჯეფ ტაიპ ერდოღანისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრაზე ანკარისთვის რუსული გაზის ფასი განიხილეს, წერს პარასკევს სააგენტო Bloomberg.
„პუტინთან გაზის ფასი განვიხილეთ. იმედი მაქვს, ფასდაკლებას მივიღებ“, – თქვა ერდოღანმა.
თურქეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ სამარყანდში დაგეგმილ შეხვედრაზე პუტინს სთხოვს, „მარცვლეულის დერეფნით“ რუსული აგროპროდუქციის ტრანსპორტირება დაიწყოს, წერს თურქული სააგენტო ანადოლუ. ასეთი მიწოდების დაწყება შექმნის მათ შორის აფრიკის უღარიბესი ქვეყნებისათვის ტვირთების გადანაწილების შესაძლებლობას, დასძინა ერდოღანმა.
წყარო: gbc.ge