12 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. საწვავის ღირებულება, მიუხედავად Nord Stream გაზსადენის გათიშვისა, სტაბილურად იკლებს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდით და ასევე საწყობების შევსების მნიშვნელოვნად მაღალი დონით. წერს „უნიანი“.
მედიასაშუალება წერს, რომ არაერთი ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან პოლონეთი და საფრანგეთი, ზამთარს გარანტირებულად შეხვდებიან გაზმომარაგებით.
ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული წევრი გერმანია იქნება. საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტის გამოკითხვის თანახმად, ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთზე ზეწოლას და მზად არის შეხვდეს ბუნებრივ აირზე ფასების ზრდას.
2022 წლის 31 აგვისტოს რუსულმა კომპანია „გაზპრომმა“ Nord Stream-ის საშუალებით ევროპისთვის გაზის მიწოდება შეაჩერა. კომპანიაში აცხადებენ, რომ ნავთობის გაჟონვა დაფიქსირდა მილსადენის კომპრესორის ნაწილებზე და აღჭურვილობა უნდა გათიშულიყო.
ამასთან, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია მზად არის რუსეთიდან გაზის მიწოდების მნიშვნელოვანი შემცირებისთვის.
წყარო: pia.ge