უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება

უნგრეთი ევროკავშირის მიერ რუსულ გაზზე ფასების შეზღუდვას ეწინააღმდეგება.

“რუსეთის გაზზე ფასების შეზღუდვის შესახებ ევროკავშირის წინადადება მოსკოვის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების დაუყოვნებლივ შეწყვეტას გამოიწვევს”, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ ვიიარტომ ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრთა შეხვედრის დაწყებამდე.

7 სექტემბერს აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინი ენერგომატარებლების მიწოდების შეწყვეტით დაიმუქრა, თუკი რუსეთის ნავთობისა და გაზის ექსპორტისთვის ფასების მაქსიმალური ზღვრები დადგინდება, რასაც მან „სიბრიყვე“ უწოდა.

Leave a Reply