8 თვეში აზერბაიჯანიდან საქართველოში ექსპორტირებულმა გაზის მოცულობამ 1,7 მლრდ კუბ/მ შეადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერილ პოსტში გააღჟერა.
როგორც Trend-ის მიერ გამოქვეყნებული მასალიდან ირკვევა, 2022 წლის იანვარ-აგვისტოში აზერბაიჯანმა ევროპაში 7,3 მლრდ კუბ/მ გაზი გაიტანა.
გამოცემის ცნობით, აზერბაიჯანმა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ბუნებრივი რესურსების ექსპორტი 23%-ით გაზარდა.
„თურქეთში ექსპორტირებული გაზის მოცულობამ 5,4 მლრდ კუბ/მ შეადგინა, საქართველოში – 1,7 მლრდ კუბ/მ“, — აცხადებს შაჰბაზოვი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანში სულ 30,6 მლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი იქნა წარმოებული, რაც 9,7%-ით მეტია 2021 წლის იანვარ-აგვისტოს მაჩვენებელზე. საიდანაც ექსპორტირებულია 14,4 მმლრდ კუბ/მ ბუნებრივი აირი.