12 სექტემბერს ევროპაში გაზის ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა. საწვავის ღირებულება, მიუხედავად Nord Stream გაზსადენის გათიშვისა, სტაბილურად იკლებს. ასეთი მაჩვენებელი განპირობებულია ამერიკის შეერთებული შტატებიდან ბუნებრივი აირის მიწოდების ზრდით და ასევე საწყობების შევსების მნიშვნელოვნად მაღალი დონით. წერს „უნიანი“. მედიასაშუალება წერს, რომ არაერთი ქვეყანა, მათ შორის ისეთი ქვეყნები, როგორებიც არიან პოლონეთი და საფრანგეთი, ზამთარს გარანტირებულად შეხვდებიან გაზმომარაგებით. ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დაზარალებული წევრი გერმანია იქნება. ...
Read More »