ბუნებრივი აირი

კახა კალაძე: “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო

კახა კალაძე: “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით საპრეტენზიო წერილის მიღება მოულოდნელი იყო. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. “გულწრფელად მინდა გითხრათ, მოულოდნელი იყო საპრეტენზიო წერილის მიღება “ყაზტრანსგაზთან” დაკავშირებით,  რომ კომპანიაში ყაზახური მმართველობა შევიდეს, რადგან ჩვენ ორმხრივი მოლაპარაკების პროცესში ვიმყოფებით”,– განაცხადა კალაძემ. მისივე თქმით, არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ენერგეტიკის სამინისტრო არ არის წინააღმდეგი ყაზახური მხარის მენეჯმენტში დაბრუნების. ...

Read More »
„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. დღეღამის განმავლობაში მიწოდების საშუალო მოცულობა 6 მილიონი კუბური მეტრია. მიწოდების შესახებ კონტრაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით გაფორმდა გაგრძელების შესაძლებლობით. დოკუმენტი ითვალისწინებს წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას. „რუსული გაზის იმპორტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს დაიკმაყოფილოს ამ ენერგომატარებელზე არსებული მოთხოვნა, შიდა მოხმარებისა და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ „გაზპრომში“. წყარო: commersant.ge

Read More »

გაიზრდება თუ არა ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი?

სულ მალე ქართულ ენერგეტიკაში რუსული გაზის წილი, შესაძლოა, გაიზარდოს. ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსულ სახელმწიფო ენერგოკომპანია “გაზპრომთან” თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე მოლაპარაკებას მართავს. როგორც გაზეთი რეზონანსი წერს, მას შემდეგ, რაც 2006 წლის იანვარში ჩრდილოეთ ოსეთში მდებარე ორ რუსულ გაზსადენზე აფეთქება მოხდა და შედეგად საქართველო შუა ზამთარში გაზის გარეშე დარჩა, ოფიციალურმა თბილისმა ენერგეტიკის სფეროს აზერბაიჯანული გაზით დივერსიფიცირება მოახდინა და რუსეთიდან შანტაჟის თავიდან ...

Read More »
კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

კახა კალაძე გაზპრომის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებზე. როგორც რუსული მედია წერს, კახა კალაძე “გაზპრომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ალექსეი მილერს შეხვდა. იქვე მითითებულია, რომ “გაზპრომმა” საქართველოს 2014 წელს 0,3 მლრდ კუბრი მეტრი ...

Read More »
უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

ახალი შეთანხმების საფუძველზე უკრაინა რუსულ გაზში 232 დოლარს გადაიხდის

კიევი და მოსკოვი ზამთრის პერიოდში უკრაინისთვის გაზის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. როგორც “ბიბისი” იტყობინება, ბრიუსელში ევროკავშირს, უკრაინასა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართა. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის, ალექსანდრ ნოვაკის ინფორმაციით, 1 ოქტომბრიდან 2016 წლის 31 მარტამდე უკრაინა რუსულ გაზს შეღავათიან ფასად მიიღებს. თავის მხრივ, “გაზპრომის” ხელმძღვანელმა ალექსეი მილერმა განაცხადა, რომ კომპანიამ უკრაინულ “ნავთოგაზთან” დამატებითი შეთანხმება დადო და უკრაინულ მხარეს გადაუგზავნა. მიღწეული შეთანხმებით, კიევი ...

Read More »
რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა. ფრონტერას აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (საბაზრო სიმბოლო FRR). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.fronteraresources.com. მწარეხევის გაზის კომპლექსს უკავია დაახლოებით 140 კვადრატული კმ ფართობი, სამიზნე გაზის კოლექტორები 300-5000 მეტრის ...

Read More »
სოკარ ჯორჯია გაზი მოსახლეობას გამათბობლებს უფასოდ შეუმოწმებს

სოკარ ჯორჯია გაზი მოსახლეობას გამათბობლებს უფასოდ შეუმოწმებს

სოკარ ჯორჯია გაზი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც კომპანია მოსახლეობას მოუწოდებს ზამთრის სეზონის დადგომამდე შეამოწმონ სახლებსი დამონტაჟებული გამათბობლების გამართულობა მათი შემდგომი უსაფრთხოების მიზნით. ბევრი მომხმარებლისთვის უცნობია, რომ შემოდგომის სეზონის დადგომამდე, ვიდრე ბინებში გათბობის დანადგარები ჩაირთვება, აუცილებელია მათი შემოწმება. კომპანია სოკარ ჯორჯია გაზი მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლებში ყველა სახეობის გაზის დანადგარების შემოწმებას უფასოდ ახორციელებს. დარეკეთ სოკარ ჯორჯია გაზის ცხელ ხაზზე 16 114 და გამოიძახეთ ტექნიკური ...

Read More »
SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ 450 ათასს გადააჭარბა

კომპანია SOCAR Georgia Gas-ის აბონენტების რაოდენობამ, მიმდინარე წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, 450 ათასს გადააჭარბა. კომპანია SOCAR Georgia Gas-ის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 თვეში კომპანიის აბონენტები 10,27%-ით გაიზარდა და 475 737 შეადგინა. 2014 წელს SOCAR Georgia Gas-ი 378 778 აბონენტს ემსახურებოდა. შარშან, 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აბონენტების 14,39%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ყველაზე მაღალი ზრდის მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა. აღნიშნულ საანგარიშო პერიოდში ...

Read More »
Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

Wall Street Journal: „გაზპრომმა“ პირი აზიისკენ იბრუნა

გაზეთ Wall Street Journal-ში დაიბეჭდა სტატია, რომლის ავტორის ენდრიუ პიიპლის ცნობით, სანამ რუსულ გაზზე ევროპაში მოთხოვნის სტაგნაციაა, „გაზპრომმა“ პირი იბრუნა აზიის მიმართულებით.  „გაზპრომის“ ფინანსური დირექტორი მოელის, რომ გაზმომარაგების თაობაზე მსხვილი გარიგება, რომელიც შარშან ჩინეთთან დაიდო, მომგებიანი იქნება მსოფლიო ბაზრებზე ენერგო-მატარებლებზე ფასების ვარდნის მიუხედავად. Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში „გაზპრომის“ ფინანსურ-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანდრეი კრუგლოვმა განაცხადა, რომ ნავთობის ფასთა ამჟამინდელ ვარდნას კომპანია მიიჩნევს ნორმალურ ციკლურ ...

Read More »
აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სამხრეთის გაზის დერეფნით – ევროპის ბაზარზე 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება, – ამის შესახებ კომპანია სოკარის ხელმძღვანელმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში ყველა სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს. “ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიქმნება. 2018 წლის პირველ ნახევარში გაზის მიწოდება მოხდება თურქეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს – ევროპის ბაზარზე”, – განაცხადა ...

Read More »