რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

რას წარმოადგენს კომპანია ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი

ფრონტერა რისორსიზ კორპორეიშენი წარმოადგენს ამერიკის შეერთებულ შტატებში (შტატი ტეხასი) დაარსებული ნავთობისა და გაზის დამოუკიდებელ კომპანიას, რომლის სტრატეგიაა შავი ზღვის აუზის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების განვითარებადი ბაზრების შესაძლებლობების შეფასება და ამ ბაზრებზე გასვლა.
  1. ფრონტერას აქციები ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე (საბაზრო სიმბოლო FRR). დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ საიტს www.fronteraresources.com.
  2. მწარეხევის გაზის კომპლექსს უკავია დაახლოებით 140 კვადრატული კმ ფართობი, სამიზნე გაზის კოლექტორები 300-5000 მეტრის ინტერვალშია. ფრონტერას შიდა შეფასების და ანალიზის თანახმად გამოვლინდა აღნიშნული ფართობის გაზის პოტენციალი, რომელიც აღწევს დაახლ. 11 ტრილიონ კუბურ ფუტ გაზის საწყის რესურსებს, ხოლო გაზის ამოსაღები რესურსები დაახლოებით 9 ტრილიონ კუბურ ფუტს უდრის. აპრილის თვეში, გამოქვეყნდა დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის ანგარიში, რომელიც ადასტურებს მწარეხევის გაზის კომპლექსზე 8.29 ტრილიონი კუბური ფუტის გაზის საწყის რესურსების არსებობას, ხოლო ამოსაღები რესურსები 6.15 ტრილიონ კუბურ ფუტს აღწევს.
  3. ტარიბანის საბადოს კომპლექსი ფარავს დაახლოებით 1400 კვადრატული კილომეტრის ფართობს, რომელიც მოიცავს მე-12 ბლოკის ფარგლებში აღმოჩენილ და განსავითარებელ ტარიბანის, კილაკუპრას, ბაიდას და იორის საბადოებს. წინასწარი შიდა ანალიზის თანახმად, აღნიშნული კომპლექსი შეიძლება შეიცავდეს 18 მილიარდი ბარელი ნავთობის საწყის რესურსებს. ამჟამად მიმდინარეობს უფრო ფართომასშტაბიანი განვითარების პოტენციალის ანალიზი. ტარიბანის საბადოს კომპლექსში შემავალი ნაწილის – ტარიბანის საბადოს ნავთობის პოტენციალი Netherland, Sewell & Associates-ის მიერ 2005 წელს ჩატარებული შეფასებით, საწყისი რესურსების სახით 2000-3300მ ინტერვალში 788 მილიონ ბარელს უდრის. გარდა ამისა, ფრონტერას შეფასებით ტარიბანის საბადოს უფრო ღრმა ჰორიზონტებთან, ანუ 3400-5000მ ინტერვალში მდებარე კოლექტორებთან დაკავშირებული გაზის საწყისი რესურსების 9 ტრილიონ კუბურ ფუტს უდრის. 2015 წლის აპრილში გამოქვეყნებული Netherland, Sewell & Associates-ის ანგარიში ადასტურებს ტარიბანის საბადოს გაზის შემცველ ღრმა ქვიშაქვებში 4.62 ტრილიონი კუბური ფუტის გაზის საწყისი რესურსების არსებობას, ხოლო 3400-5400მ ინტერვალში არსებული ჰორიზონტებიდან ამოსაღები პერსპექტული რესურსები 3.23 ტრილიონ კუბურ ფუტს შეადგენს.
  4. ინფორმაცია რესურსების შეფასებაზე: მოცემულ განცხადებაში მოყვანილი შესაძლო და პერსპექტული რესურსები განსაზღვრულია დამოუკიდებელი საკონსულტაციო კომპანია Netherland, Sewell & Associates-ის მიერ მენავთობე ინჟინერთა საზოგადოების მიერ მიღებული 2007 წლის ნავთობის მენეჯმენტის სისტემების თანახმად. ფრონტერას ვიცე პრეზიდენტმა და მთავარმა რეზერვუარის მენეჯერმა ჯერარდ ბონომ, რომელიც აღნიშნული საზოგადოების წევრია და მაღალკვალიფიციურ პროფესიონალს წარმოადგენს, შეისწავლა და მოიწონა მოცემულ განცხადებაში მოყვანილი დებულებები.
  5. მოცემული ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს სამომავლო განცხადებებს, რომლებიც შეზღუდვის გარეშე მოიცავენ ტრანსაქციებთან, სამუშაო პროგრამებთან და აღნიშნულ ინფორმაციაში მოყვანილ სხვა პუნქტებთან დაკავშირებულ რწმენას, მოლოდინს, გეგმებს და მიზნებს. ნავთობის ძებნა-ძიება მაღალი რისკის მატარებელი ბიზნესია. არსებობს მრავალი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს რეალური შედეგების მსგავსი სამომავლო განცხადებებისგან განსხვავებას, მაგ. ნავთობის და გაზის ოპერაციებთან დაკავშირებული რისკები, საჭირო პერსონალის და აღჭურვილობის არსებობა და მუშაობა, კომპანიის უნარი მოიზიდოს კაპიტალი საძიებო და განვითარების პროგრამების დასაფინანსებლად, სეისმური მონაცემები, კაროტაჟული, კერნული თუ ჭაბურღილებიდან მიღებული სხვა სახის მონაცემები, ნავთობის და გაზის რესურსების შეფასების არაერთგვაროვნება, ნავთობის და გაზის ფასების ცვალებადობა, ამინდის პირობები, საერთო ეკონომიკური პირობები, პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა, და სხვა ფაქტორები, რომლებიც მოყვანილია ფრონტერას ფინანსურ ანგარიშებში რომლებიც ხელმისაწვდომია საიტზე www.fronteraresources.com. არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ფრონტერას მოლოდინი რეალიზდება, ამგვარად რეალური შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს სამომავლო განაცხადში მოყვანილი მაჩვენებლებისგან.

Leave a Reply