„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

„გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო

რუსულმა „გაზპრომმა“ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდება დაიწყო. დღეღამის განმავლობაში მიწოდების საშუალო მოცულობა 6 მილიონი კუბური მეტრია. მიწოდების შესახებ კონტრაქტი მიმდინარე წლის სექტემბერში, 5 წლის ვადით გაფორმდა გაგრძელების შესაძლებლობით. დოკუმენტი ითვალისწინებს წელიწადში 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას.

„რუსული გაზის იმპორტი აზერბაიჯანს საშუალებას მისცემს დაიკმაყოფილოს ამ ენერგომატარებელზე არსებული მოთხოვნა, შიდა მოხმარებისა და ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით,“ – აცხადებენ „გაზპრომში“.

წყარო: commersant.ge

Leave a Reply