აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანული გაზის პირველი მიწოდება ევროპაში 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება

აზერბაიჯანული გაზის მიწოდება სამხრეთის გაზის დერეფნით – ევროპის ბაზარზე 2019 წლის ბოლოსთვის დაიწყება, – ამის შესახებ კომპანია სოკარის ხელმძღვანელმა, როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.

მისი თქმით, სამხრეთის გაზის დერეფნის ფარგლებში ყველა სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.

“ვფიქრობ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდების ვადებთან დაკავშირებით პრობლემა არ წარმოიქმნება. 2018 წლის პირველ ნახევარში გაზის მიწოდება მოხდება თურქეთში, ხოლო 2019 წლის ბოლოს – ევროპის ბაზარზე”, – განაცხადა აბდულაევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ დროისათვის, პროექტში დასაქმებულია დაახლოებით 20 ათასი ადამიანი.

“მიმდინარეობს სამხრეთ-კავკასიის გაზსადენის გაფართოების სამუშაოები. საართველოში აშენდა საკომპრესორო სადგური. უკვე დაწყებულია შედუღების სამუშაოები თურქეთში, ტრანს-ანატოლიის მილსადენზე (TANAP) და ასევე, აქტიურად მიმდინარეობს მილების მიწოდების პროცესი. უკვე მიმდინარეობს სამუშაოები ტრანს-ადრიატიკის (TAP) მილსადენის მშენებლობის დასაწყებად, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული პოლიტიკური სირთულეები”, – განაცხადა სოკარის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, შაჰ-დენიზის პროექტის მეორე ფაზის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 45 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, აქედან 2 მილიარდის დოლარის ინვესტიცია საქართველოში განცორციელდება. აღნიშნული პროექტის განხორციელება კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ხელს უწყობს საქართველოს სატრანზიტო როლის გაზრდას რეგიონში.

“ენერგოპლატფორმა”

Leave a Reply