საქართველოს ვიცეპრემიერი და ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ბრიუსელში „გაზპრომის“ წარმომადგენლებს შეხვდა, ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო 2015-16 წლების ზამთრის სეზონთან დაკავშირებული მოსამზადებელი სამუშაოები, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სომხეთში გაზის ტრანზიტის საკითხებზე.
როგორც რუსული მედია წერს, კახა კალაძე “გაზპრომის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ალექსეი მილერს შეხვდა. იქვე მითითებულია, რომ “გაზპრომმა” საქართველოს 2014 წელს 0,3 მლრდ კუბრი მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა.