ელექტროენერგია

საქართველოში კრიპტოვალუტის წარმოებისთვის ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა – რომელი კომპანიები ხარჯავენ ყველაზე მეტ დენს

2021 წლის 4 თვეში ელექტროენერგიის მოხმარება 5.1%-ით გაიზარდა. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის – ესკოს სტატისტიკით, წელს ქვეყანამ 4.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 220 მილიონი კვტ/სთ-ით მეტია. ყველაზე მეტი ელექტროენერგია კი, გარდა სადისტრიბუციო კომპანიების – „თელასის“ და „ენერგოპრო ჯორჯიასი“, წელს 4 თვეში “ჯორჯიან მანგანეზმა“ მოიხმარა – ჯამში 283.6 მლნ კვტ/სთ. “ჯორჯიან მანგანეზის” მსგავსად უმსხვილესი მომხმარებლების ...

Read More »

ირანი ელექტროენერგიის შენარჩუნების მიზნით კრიპტოვალუტის მოპოვებას დროებით კრძალავს

ირანი ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, დროებით კრძალავს ისეთი ინტენსიური კრიპტოვალუტის მოპოვებას, როგორიცაა ბიტკოინი.  გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოხმარების გამო, ზოგიერთი ქალაქის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა გახდა.  ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, აკრძალვა უკვე ძალაშია და ის 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.  მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით 85% ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, ლიცენზირებული მომპოვებლები გადავიდნენ შავ ბაზარზე, რასაც მთავრობა ებრძვის.   ოფიციალური ...

Read More »

დავით ნარმანია: თუ ელექტროენერგიის იმპორტი გაგვეზარდა, ბუნებრივია, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს

სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფის ზრდა ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის. მისივე განმარტებით, იმ შემთხვევაში თუკი იმპორტი გაიზრდება, გაუარესებული კურსის პირობებში, ეს ტარიფზე უარყოფით გავლენას იქონიებს. „ამ ეტაპზე, რაიმე სახის გადაანგარიშებები ელექტროენერგიის ნაწილში მოსალოდნელი არ არის, რადგან შედარებით ახალი დადგენილია ელექტროენერგიის ტარიფი. გარდა ამისა, ამ გაზაფხულზე გვაქვს კარგი ჰიდროლოგია საქართველოში არსებული უხვი ნალექებიდან გამომდინარე. ჩვენი ჰიდროელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული იაფი ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულ აკადემიას შორის შეთანხმება გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულ აკადემიას შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს მხარეებს შორის ექსკლუზიური პირობებით თანამშრომლობას. საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ნორდ პულ აკადემიის მიერ დაგეგმილ სტანდარტულ კურსებში განსხვავებულ ფასად. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს, სენბის წევრთა სურვილის შემთხვევაში, დაიგეგმოს და დაორგანიზდეს, სტანდარტულისგან განსხვავებული, ექსკლუზიური ტრენინგ კურსი, რომელიც სრულად მოერგება წევრთა ინტერესსა და მოთხოვნებს. შეგახსენებთ, რომ ნორდ პულ ...

Read More »

ედიშერ ხორავა: „თბილისი ენერჯიმ“ 25 მილიონით იზარალა, რაც საფრთხეს უქმნიდა კომპანიის საქმიანობასა და თბილისის უწყვეტ გაზმომარაგებას

კომპანიამ 25 მილიონი ლარის ზარალი განიცადა, ცხადია ეს ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ეს საფრთხეს უქმნის „თბილისი ენერჯის“ ფუნქციონირებას, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „თბილისი ენერჯის“ კომერციული მიმართულების დირექტორმა, ედიშერ ხორავამ განუცხადა. „ასევე პრობლემა ექმნება დედაქალაქის გაზმომარაგებას, უსაფრთხო და უწყვეტ რეჟიმში. სწორედ დღეს განხორციელდა ეს გადათვლა და მოხდა ტარიფის მისადაგება შეცვლილ გარემოებებთან“, – აღნიშნა ხორავამ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 27 ...

Read More »
საქართველოს ენერგოსისტემა ენგურჰესის ელექტროენერგიას თანდათანობით კარგავს

მაისში რეაბილიტირებული ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია 98,5%-ით გაიზარდა

ენგურჰესის სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შემდეგ, 2021 წლის 1-დან 24 მაისის ჩათვლით ელექტროენერგიის გამომუშავება მკვეთრად გაიზარდა. თუ საქართველოს ყველაზე დიდმა ჰიდროელექტროსადგურმა 2020 წლის მაისის 24 დღეში 141.353 მლნ კვტ-სთ გამოიმუშავა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 98,5%-ით 280.608 მლნ კვტ-სთ-მდე გაიზარდა. მიმდინარე წელს, მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგია ენგურჰესმა 20 მაისს გამოიმუშავა 16.606 მლნ კვტ-სთ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 7.646 ...

Read More »

სემეკი დღეს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს

დღეს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი)საჯარო სხდომაზე შპს „თბილისი ენერჯისთვის“ დადგენილი სამომხმარებლო ტარიფის კორექტირებაზე იმსჯელებს. საჯარო სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. პანდემიის პრევენციის მიზნით განსახორციელებელი რეგულაციების ფარგლებში, სემეკი სთავაზობს დაინტერესებულ პირებს სხდომაში მონაწილეობა მიიღონ დისტანციურად, შესაბამისი პროგრამის საშუალებით, რომლითაც პირდაპირ რეჟიმში შეეძლებათ სხდომაზე განსახილველი საკითხის მოსმენა, პოზიციის დაფიქსირება ან/და კითხვის დასმა. სხდომაზე დისტანციური მონაწილეობისათვის ბმულის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა შესაბამისი ...

Read More »

დავით ზალკალიანი: ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა

ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმატის გამოყენების მზაობაა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. „ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მძლავრი ენერგორესურსები და ის მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, ამიტომ ეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას აპროტესტებენ კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ...

Read More »

ნორვეგია ჰესებისგან საქართველოსთან შედარებით 12-ჯერ, ისლანდია კი 18-ჯერ მეტ ელექტროენერგიას აწარმოებს

2020 წელს საქართველოში ჰესების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის მოცულობამ 8.248 მლრდ კვტ/სთ შეადგინა. ჯამური გენერაციის 74%. ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით კი 2229 კვტ/სთ. ნორვეგიაში წლიური ჰიდროგენერაცია 144 მლრდ კვტ/სთ-ა, რაც მისი ჯამური წარმოების 88%-ს შეადგენს გენახლებად ენერგიასთან მიმართებაში კი 97%-იანი წილი უკავია. ნორვეგიის მოსახლეობა 5.4 მლნ-ა, გამოდის რომ ნორვეგია ჰესებიდან 1 სულ მოსახლეზე  26 667 კვტ/სთ ელექტროენერგიას აწარმოებს, რაც თავის მხრივ საქართველოსთან შედარებით ...

Read More »

შუახევი ჰესთან დაკავშირებით “აჭარისწყალი ჯორჯია” განცხადებას ავრცელებს

გავეცანით გასული დღეების მანძილზე შუახევი ჰესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს, რომლებიც მცდარ ფაქტებს და მოსაზრებებს ეფუძნება და მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია საზოგადოებას მივაწოდოთ რეალური ინფორმაცია პროექტის შესახებ.  შუახევი ჰესის განვითარების პირველი დღიდან, ჩვენი გუნდის მთავარი პრიორიტეტი იყო ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა, გამჭირვალეობის უზრუნველყოფა და მუდმივი კომუნიკაცია ყველა დაინტერესებულ ჯგუფთან. კომპანია ,,აჭარისწყალ ჯორჯიას’’ ეს ხედვა ჰქონდა შუახევი ჰესის განვითრების პირველივე დღიდან და ეს მიდგომა მომავალშიც ...

Read More »