დავით ზალკალიანი: ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა

ყოვლად დაუშვებელია „ნამახვანჰესის“ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმატის გამოყენების მზაობაა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ოკუპანტი ქვეყანა, რომელსაც გააჩნია მძლავრი ენერგორესურსები და ის მაქსიმალურად იყენებს საკუთარ ენერგორესურსებს იმისთვის, რომ მიაღწიოს პოლიტიკურ მიზნებს, ამიტომ ეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ამას აპროტესტებენ კარგად უნდა გააცნობიერონ რასთან გვაქვს საქმე. ყოვლად დაუშვებელია ამ საკითხის ქუჩაში, ულტიმატუმებით გარჩევა, ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა ფორმატის გამოყენების მზაობაა საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით“, – განაცხადა ზალკალიანმა.

Leave a Reply