ირანი ზაფხულის სეზონზე ელექტროენერგიის დაზოგვის მიზნით, დროებით კრძალავს ისეთი ინტენსიური კრიპტოვალუტის მოპოვებას, როგორიცაა ბიტკოინი. გადაწყვეტილების მიზეზი გაზრდილი მოხმარების გამო, ზოგიერთი ქალაქის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენა გახდა.
ქვეყნის პრეზიდენტის ჰასან რუჰანის განცხადებით, აკრძალვა უკვე ძალაშია და ის 22 სექტემბრამდე გაგრძელდება.
მისივე თქმით, ქვეყანაში მიმდინარე კრიპტოვალუტის მოპოვების დაახლოებით 85% ლიცენზიის გარეშე მიმდინარეობდა. აკრძალვის შემდეგ, შესაძლოა, ლიცენზირებული მომპოვებლები გადავიდნენ შავ ბაზარზე, რასაც მთავრობა ებრძვის.
ოფიციალური პირები ელექტროენერგიის დეფიციტს აქტიური კრიპტოწარმოებითა და გვალვით ხსნიან.
ირანში კრიპტოვალუტის მოპოვების ნიადაგი სუბსიდირებულმა ელექტროენერგიამ და უცხოურ ვალუტაზე დაწესებულმა ეკონომიკურმა სანქციებმა შექმნა.
ამჟამად ირანი აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან და სხვა ქვეყნებთან ბირთვული შეთანხმების შესახებ, რაც შეამსუბუქებს სანქციებს და უცხოურ კომპანიებს საჭირო ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიციების საშუალებას მისცემს.