ელექტროენერგია

სვანეთში 347 მეგავატიანი ცხენისწყლის ჰესების კასკადის მშენებლობა იწყება

სვანეთში 347 მეგავატიანი ცხენისწყლის ჰესების კასკადის მშენებლობა იწყება

საქართველოს თანაინვესტირების ფონდსა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი „ცხენისწყლის ჰესების კასკადის“ ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე თანაინვესტირების ფონდმა ენერგეტიკის სფეროში წამყვან ისლანდიურ კომპანიებთან Verkís და Landsvirkjun Power ხელი მოაწერა საკონსულტაციო ხელშეკრულებას, რომელიც ჰესების კასკადის ტექნიკურ-ეკონომიკურ შესწავლასა და ზოგადი დიზაინის მომზადებას ითვალისწინებს. „ცხენისწყლის ჰესების კასკადი“ რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ლენტეხის და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე ცხენისწყალზე ...

Read More »
დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

დავით ნარმანიას ინფორმაციით, სოციალურად დაუცველები გაძვირებული დენის ღირებულებას ოქტომბრიდან მიიღებენ

სახელმწიფო სოციალურად დაუცველი პირებისთვის ელექტროენერგიის გაზრდილ ტარიფთან დაკავშირებულ სუბსიდიას მიმდინარე თვიდან განახორციელებს. როგორც თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, მოწყვლადი ჯგუფები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ს არ აღემატება, “კორექტირებული ელექტროენერგიის ტარიფის ღირებულებას” სწორედ ოქტომბრიდან მიიღებენ. “როგორც იცით, ისევე როგორც საქართველოს რეგიონებში, დედაქალაქში გაიზარდა ელექტროენერგიაზე ტარიფი, მოხდა მისი კორექტირება. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ მოწყვლადი ჯგუფები, ...

Read More »
20 ფაქტი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

20 ფაქტი ჰიდროენერგეტიკის შესახებ

მსოფლიოში ენერგიის მოხმარების ზრდის ფონზე, სულ უფრო ატუალური ხდება, ახალი ენერგიის გენერაციის წყაროების მოპოვება და მათი ათვისება. ბოლო 2 ათწლეულის განმავლობაში საკმაოდ დიდი ინტერესის საგანია ალტერნატიული ენერგიის წყაროების ათვისება, თუმცა მეცნიერებისა და ტექნიკოსების უზარმაზარი მუშაობის მიუხედავად ალტერნატიული ენერგიის წყაროები ჯერ კიდევ რჩება არასტაბილურ და არასაიმედო წყაროებად, რომელიც ელექტროენერგეტიკული ქსელის გამართულად და საიმედოდ მუშაობას საფრთხეს უქმნის. მაგრამ აღსანიშნავია, რომ გარემოზე ზემოქმედების კუთხით ...

Read More »
რამდენად შეესაბამება ხუდონჰესის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს?!

რამდენად შეესაბამება ხუდონჰესის პროექტი დღევანდელ მოთხოვნებს?!

ხელისუფლებამ ხუდონის მშენებლობაზე საუბარი განაახლა. პარალელურად, გააქტიურდნენ ამ პროექტის მოწინააღმდეგენიც. მათი პოზიცია შეუცვლელია და აცხადებენ, რომ, რასაკვირველია, გამოქვაბულში ცხოვრებას არავინ აპირებს, მაგრამ ერთ ხეობაში სამი დიდი ჰესის (ენგურის და ორი ახალი ჰესის-ხუდონის და ნენსკრას) მშენებლობა ბალსქვემოური სვანეთის განადგურებას ნიშნავს. უზარმაზარი სივრცე დაიფარება წყლით, ეს იქნება დიდი სარკე და ჩვენი ქვეყანა მალე გახდება დიდი წყალსაცავი და არა ქვეყანა; შეიცვლება კლიმატი, დიდი ...

Read More »
2015 წლის 8 თვეში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა

2015 წლის 8 თვეში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა

საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 7,5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2014 წლის იანვარი-აგვისტოში 362 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა. 2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი (დიდი მოცულობით) 9 თვის განმავლობაში განხორციელდა. ანალოგიური სურათია 2015 წლის ელექტროენერგიის ბალანსშიც. მხოლოდ მაის-ივლისში იყო იმპორტი მინიმალური, აგვისტოში კი გაიზარდა. ასევე აღსანიშნავია, ...

Read More »
ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ფაქტები ჰიდროენერგეტიკის შესახებ

ჰიდროელექტროსადგურებს ევროპაში განახლებადი ენერგიის წყაროებს შორის ჯერ-ჯერობით წამყვანი ადგილი უკავია. ასოციაცია Eurelectric-ის მონაცემებით, 2013 წელს ჰიდრო რესურსების მეშვეობით ევროპის ელექტროენერგიის დაახლოებით 16% იქნა გამომუშავებული, რაც მთლიან განახლებად რესურსებში 54%-ია. ჰიდროენერგეტიკა ევროპაში ფართომასშტაბიანი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა შესაბამის წყლის რესურსებს მოითხოვს. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა შვედეთი, საფრანგეთი და ავსტრია ჰიდროენერგეტიკის წილი ძალიან მაღალია. ევროპაში ჰიდროენერგეტიკის კუთხით ყველაზე განვითარებული ქვეყანა ნორვეგიაა. აქ მთლიან ენერგოსექტორში ჰიდრორესურსებს ...

Read More »
სვანეთში ახალ მესტიაჭალა ჰესს „სვანეთი ჰიდრო" ააშენებს

სვანეთში ახალ მესტიაჭალა ჰესს „სვანეთი ჰიდრო” ააშენებს

ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ს კომპანია „სვანეთი ჰიდრო” ააშენებს. კომპანია ჰესის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოცხადდა, მასთან უახლოეს პერიოდში მთავრობა ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს. შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდ. მესტიაჭალაზე ასაშენებელი „მესტიაჭალა 1 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ივლისის თვეში, „სვანეთი ჰიდრო”-ს განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა. მესტიაჭალა 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე 23.7 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი ...

Read More »
გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

გერმანიაში ელექტროენერგიის ტარიფები ბოლო ათწლეულის მინიმუმზეა

გერმანიის ელექტროენერგიის ფასი პირველად 2003 წლის შემდეგ 30 ევროს (35 აშშ დოლარი) ჩამოსცდა, რაც დამატებით სირთულეების გამომწვევი იქნება EON SE-სა და RWE AG-ის, გერმანიის  მთავარი ენერგომომწოდებლებისათვის, რომლებიც ისედაც რეკორდულად დაბალი ფასებით ვაჭრობენ. ელექტროენერგიის ერთი წლით ადრე შესყიდვის შესახებ დადებული ევროპული კონტრაქტის მიხედვით გათვალისწინებული ელექტროენერგიის საორიენტაციო ფასი 2.1%-ით შემცირდა და 2003 წლის ოქტომბრის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. EON-ის შემოსავლები 8.6%-ით ...

Read More »
გაევონ ჩო: ნენსკრაჰესის პროექტით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან

გაევონ ჩო: ნენსკრაჰესის პროექტით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაახლოვდებიან

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. ჰესის მშენებლობის საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდა ნენსკრა ჰესის ინვესტორი კომპანიის K-Water-ის პრეზიდენტი გაევონ ჩო, რომელმაც პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. K-Water-ის პრეზიდენტმა გაევონ ჩოიმ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა კორეიდან და აღნიშნა, რომ მისი კომპანია ძალისხმევას არ დაიშურებს პროექტის წარმატებისთვის.  “ველოდები, რომ ამ პროექტის განხორციელებით ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო დაუახლოვდებიან ერთმანეთს ...

Read More »
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა

საპარტნიორო ფონდმა კორეულ კომპანია K-Water-თან ერთად სვანეთში, ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარა. საპარტნიორო ფონდის ცნობით, იტალიური კომპანია Salini Impregilo ძირითადი სამუშაოების დაწყებამდე წინამოსამზადებელ სამუშაოებს იწყებს.  მათივე ინფორმაციით, წინამოსამზადებელი სამუშაოები გულისხმობს სამშენებლო მოედანთან მისასვლელი გზების რეაბილიტაცია/მშენებლობას და სამშენებლო ტექნიკის მობილიზაციას. რაც შეეხება ძირითადი სამუშაოების დაწყებას, იგი დაგეგმილია 2016 წლიდან, თუმცა მშენებლობის ნებართვა 2015 წლის ოქტომბრის ბოლომდე გაიცემა. მშენებლობის დაწყების ღონისძიებაში მონაწილეობა ...

Read More »