საქართველოს ელექტროენერგიის ბალანსის მონაცემებით, 2015 წლის იანვარ-აგვისტოში 389.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა, რაც დაახლოებით 7,5 %-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. 2014 წლის იანვარი-აგვისტოში 362 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის იმპორტი განხორციელდა.
2014 წლის ელექტროენერგიის ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის იმპორტი (დიდი მოცულობით) 9 თვის განმავლობაში განხორციელდა. ანალოგიური სურათია 2015 წლის ელექტროენერგიის ბალანსშიც. მხოლოდ მაის-ივლისში იყო იმპორტი მინიმალური, აგვისტოში კი გაიზარდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ელექტროენერგიის დეფიციტს ზრდის ტენდენცია აქვს და განსაკუთრებული ზრდა 2014 წელს იყო.
საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს ძირითადად რუსეთიდან და აზერბაიჯანიდან ახორციელებს. შესაბამისად, იმპორტზე დამოკიდებულება სწორედ ამ ქვეყნების მიმართ იზრდება. 2014 წელს რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი 32%-ით გაიზარდა.
იმპორტის ზრდის მთავარი მიზეზი გაზრდილი მოხმარებაა. მოხმარების ზრდა უსწრებს შიდა გენერაციის ზრდას და დეფიციტი იმპორტით ივსება. 2013-2014 წლებში შიდა მოხმარება 919 მლნ კვტ.სთ-ით, ხოლო წარმოება 675 მლნ კვტ.სთ-ით გაიზარდა.
“ენერგოპლატფორმა”