ჰიდროელექტროსადგურ მესტიაჭალა 1-ს კომპანია „სვანეთი ჰიდრო” ააშენებს. კომპანია ჰესის მშენებლობის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულად გამოცხადდა, მასთან უახლოეს პერიოდში მთავრობა ურთიერთგაგების მემორანდუმს გააფორმებს.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდ. მესტიაჭალაზე ასაშენებელი „მესტიაჭალა 1 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ივლისის თვეში, „სვანეთი ჰიდრო”-ს განაცხადის საფუძველზე გამოაცხადა.
მესტიაჭალა 1 ჰესის დადგმული სიმძლავრე 23.7 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 103.50 მლნ კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 34,2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.