ნავთობპროდუქტები

საქართველოში საწვავის ფასი ახალ ანტირეკორდს ამყარებს

მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში სანავთობო ბაზარზე ფასები შედარებით სტაბილურადაა, ხოლო ლარის გაცვლითი კურსი დოლართან გამყარდა, საწვავის ფასი ქვეყანაში ისევ იზრდება, რაზეც არსებული მონაცემებიც მეტყველებს. გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ყველა ტიპის საწვავზე ფასები გაზრდილია, თუმცა სხვადასხვა პროცენტულობით. საბოლოო ჯამში, ფასების საშუალო თვიური ზრდა 8.7%-ია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს. ერთ თვეში Regular 92 ტიპის ბენზინზე ფასი 2.62%- ...

Read More »
მოპოვების არაადეკვატური მაჩვენებლები ნავთობს ისევ აიაფებს

ნავთობის ფასი კვლავაც განაგრძობს ზრდას

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  25 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.25 (+ 1.20)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.36 (+ 0.82)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

2020 წელს, SOCAR–ის შემოსავლებმა უკრაინაში 400 მილიონ დოლარს გადააჭარბა

2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის (SOCAR-ის შვილობილი კომპანია) შემოსავლებმა უკრაინაში განხორციელებული ოპერაციებიდან 402.7 მილიონი დოლარი შეადგინა. „ინტერფაქს ზერბაიჯანის“ ცნობით, აღნიშნული მოცმეულია SOCAR–ის 2020 წლის “მდგრადი განვითარების ანგარიშში”. 2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის შემოსავლებმა 684.581 მილიონი მანათი (6.2%-იანი შემცირება) შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა – 574.848 მილიონი მანათი (12.7%-იანი შემცირება), სახელმწიფო გადახდებმა – 1.955 მილიონი მანათი (50.3%-იანი შემცირება). “ხელფასები, სოციალური პროგრამები და ბონუსები ...

Read More »

ჩინურმა კომპანიამ ფიქლის ნავთობის საბადო აღმოაჩინა

ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) სპეციალისტებმა  ფიქლის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს. ფიქლის ნავთობი დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადოშია (ჰეილონგიანგის ჩრდილო -აღმოსავლეთი პროვინცია) აღმოჩენილი. ნედლეულის გეოლოგიური მარაგის მოცულობა 1.27 მილიარდი ტონაა. ”ეს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ფიქლის ნავთობის კვლევასა და განვითარებაში”, – ნათქვამია ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებაში. დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადო არის ჩინეთის უდიდესი საბადო რეზერვების თვალსაზრისით. იგი 1959 წელს ...

Read More »

მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა 20,1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა  დაახლოებით 20.1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა (კონდენსატთან ერთად). აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ინფორმაციის თანახმად, ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 522.2 ათასი ტონით შემცირდა. აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის  მიერ თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვებამ შეადგინა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა.

Read More »

წელს აზერბაიჯანმა 16 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა ექსპორტზე

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 16,4 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) გაიტანა ექსპორტზე. ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად,  15,6 მილიონ ტონაზე მეტი კონსორციუმზე მოდის, ხოლო 823,7 ათასი ტონა – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წილზე (SOCAR). ნავთობის ექსპორტი (კონდენსატთან ერთად), 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 517.5 ათასი ტონით,  3%-ით შემცირდა.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა და ბარელზე 70 დოლარს გადააჭარბა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის  24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  71.05 (+ 2.30)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  67.54 (+ 1.90)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
ირანმა ევროპაში ნავთობის ექსპორტი აღადგინა

ირანი მზადაა ლიბანს დამატებითი საწვავი მიაწოდოს

ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ის მზად არის ლიბანს დამატებითი საწვავი მიაწოდოს. ამის შესახებ Aljazeera იუწყება. როგორც ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, თეირანი დაეხმარება ლიბანს, რომ მან საწვავის კრიზისი მოაგვაროს. „ჩვენ ნავთობს და ნავთობპროდუქტებს საკუთარი გადაწყვეტილებების შესაბამისად ვყიდით და ჩვენი მეგობრების საჭიროების შესაბამისად. მზად ვართ ბეირუთში საწვავის დამატებითი პარტია გავაგზავნოთ“ – განაცხადა ჰათიბზადემ. ლიბანში ამჟამად მწვავე ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანაში საწვავის ...

Read More »

აშშ 20 მილიონ ბარელ ნავთობს სტრატეგიული რეზერვებიდან ყიდის

ამერიკის შეერთებული შტატები ქვეყნის სტრატეგიული რეზერვიდან 20 მილიონ ბარელ ნავთობს გაყიდის. ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადების საფიძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გაყიდვიდან შემოსული თანხა გადაეგზავნება ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინს. ”აუქციონი ჩატარდება 31 აგვისტოდან 13 სექტემბრის ჩათვლით “, – ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ აშშ -ს სტრატეგიული ნავთობის მარაგის მოცულობა დღეს არის დაახლოებით 624 მილიონი ბარელი.

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირის” ცნობით, 2021 წლის 23 აგვისტოს ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  68.75 (+ 3.57)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  65.64 (+ 3.50)  დოლარი/ბარელზე.

Read More »