ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის (CNPC) სპეციალისტებმა ფიქლის ნავთობის მარაგი აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ფიქლის ნავთობი დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადოშია (ჰეილონგიანგის ჩრდილო -აღმოსავლეთი პროვინცია) აღმოჩენილი. ნედლეულის გეოლოგიური მარაგის მოცულობა 1.27 მილიარდი ტონაა.
”ეს ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა ფიქლის ნავთობის კვლევასა და განვითარებაში”, – ნათქვამია ჩინეთის ნავთობის ეროვნული კორპორაციის განცხადებაში.
დაკინგის ნავთობისა და გაზის საბადო არის ჩინეთის უდიდესი საბადო რეზერვების თვალსაზრისით. იგი 1959 წელს აღმოაჩინეს. მისი ნავთობის მარაგი დაახლოებით 5.7 მილიარდი ტონაა.
წყარო: report.ge