წელს აზერბაიჯანმა 16 მილიონი ტონა ნავთობი გაიტანა ექსპორტზე

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა 16,4 მილიონი ტონა ნავთობი (კონდენსატთან ერთად) გაიტანა ექსპორტზე.

ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროს ოპერატიული მონაცემების თანახმად,  15,6 მილიონ ტონაზე მეტი კონსორციუმზე მოდის, ხოლო 823,7 ათასი ტონა – აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წილზე (SOCAR).

ნავთობის ექსპორტი (კონდენსატთან ერთად), 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 517.5 ათასი ტონით,  3%-ით შემცირდა.

Leave a Reply