მიმდინარე წელს აზერბაიჯანმა 20,1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა

მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში აზერბაიჯანმა  დაახლოებით 20.1 მილიონი ტონა ნავთობი მოიპოვა (კონდენსატთან ერთად). აზებაიჯანის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადების საფუძველზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

ინფორმაციის თანახმად, ნავთობისა და კონდენსატის მოპოვება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 522.2 ათასი ტონით შემცირდა.

აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-ის  მიერ თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვებამ შეადგინა 4.6 მილიონი ტონა შეადგინა.

Leave a Reply