2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის (SOCAR-ის შვილობილი კომპანია) შემოსავლებმა უკრაინაში განხორციელებული ოპერაციებიდან 402.7 მილიონი დოლარი შეადგინა.
„ინტერფაქს ზერბაიჯანის“ ცნობით, აღნიშნული მოცმეულია SOCAR–ის 2020 წლის “მდგრადი განვითარების ანგარიშში”.
2020 წელს, SOCAR Energy Ukraine–ის შემოსავლებმა 684.581 მილიონი მანათი (6.2%-იანი შემცირება) შეადგინა, საოპერაციო ხარჯებმა – 574.848 მილიონი მანათი (12.7%-იანი შემცირება), სახელმწიფო გადახდებმა – 1.955 მილიონი მანათი (50.3%-იანი შემცირება). “ხელფასები, სოციალური პროგრამები და ბონუსები 29,871 მილიონი მანათით (10,4%-იანი შემცირება) განისაზღვრა” – ნათქვამია მოხსენებაში.
გარდა ამისა, 2020 წელს, SOCAR-მა უკრაინაში გარემოსდაცვითი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე 235,000 აშშ დოლარი დახარჯა.
ანგარიშის თანახმად, 2020 წლის ბოლოსთვის, SOCAR- ის ინვესტიციები უკრაინაში 300 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.
SOCAR–მა უკრაინაში ოპერირება 2009 წლის დეკემბერში, SOCAR Energy Ukraine–ის მეშვეობით, დაიწყო. კომპანია უკრაინაში 60 ბენზინგასამართი სადგურისა და 4 ნავთობსაცავის ქსელს ფლობს.
ნინო სამადაშვილი