ნავთობპროდუქტები

უკრაინა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ აზერბაიჯანიდან 390 მლნ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ ნავთობისა და სანავთობო ნედლეულის იმპორტი 9,6%-ით გაზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,155 მლნ ტონამდე. ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. გავრცელებული მონაცემების თანახმად, განხორციელდა 583,566 მლნ დოლარის ნედლეულის იმპორტი, რაც 1,7-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 390,435 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნედლეული, ალჟირიდან – 100,146 ...

Read More »

OPEC დეკემბერში წარმოებას გაზრდის

OPEC+ დეკემბერში დედგენილ გეგმას არ გადაუხვევს და  ნავთობის მოპოვებას კვლავ 400 ათასი ბარელით გაზრდის. ამის შესახებ ომანის ნავთობის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ალ-რუმჰიმ ADIPEC-ის კონფერენციის ფარგლებში განაცხადა. შეგახსენებთ, 1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის ქვეყნების მინისტრებმა, შესაძლოა, 2022 წლის 1 აგვისტოდან გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენლის ჰეისამ ალ-გაისის კანდიდატურა განიხილონ.  

Read More »
ბოლო 2 თვის განმავლობაში პირველად, Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 46$-ზე დაბლა დაეცა

რატომ იზრდება ნავთობზე მოთხოვნა ელექტრომობილების ინდუსტრიის ეპოქაში

ელექტრომობილების გლობალურ პარკში ელექტრომობილების წილი 2045 წლისთვის 20%-მდე გაიზრდება და მათი რაოდენობა 500 მილიონს მიაღწევს. ამის შესახებ OPEC-ის მიერ გამოქვეყნებულ World Oil Outlook-ის (WOO) ანგარიშში არის ნათქვამი. ელექტრმობილების ინდუსტრიის სწრაფი განვითარების მიუხედავად, ნავთობზე მოთხოვნა იზრდება, რისი მთავარი მიზეზიც პოსტპანდემიური გლობალური ეკონომიკის აღდგენის პროცესია. ამდენად, OPEC მიიჩნევს, რომ ნავთობზე დღიური მოთხოვნა 46-46,5 მილიონი ბარელამდე შენარჩუნდება. „სავარაუდოა, რომ ნავთობზე მოთხოვნა სატრანსპორტო სეგმენტში ...

Read More »
რუმინეთი საწვავის უმსხვილეს მომწოდებლად რჩება

საწვავის ფასის ანატომია საქართველოში

ბოლო პერიოდში სოციალური ქსელის საშუალებით საკმაოდ მძლავრი კამპანიაა დაწყებული საწვავის რეკორდულად მაღალ ფასებთან დაკავშირებით. თუ რა კრიტერიუმები განსაზღვრავს საწვავის ფასს, ამ თემაზე ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ ვანო მთვრალაშვილმა რადიო “კომერსანტის“ გადაცემაში “კომერსანტის დილა“ ისაუბრა. მისი თქმით, ბაზარზე არსებული ფასები ბოლო 4 წლის განმავლობაში რეკორდულად მაღალია. “რეგულარის ფასი მაქსიმუმ იყო 2,50 ლარი, დღეს ეს ფასი 3 ლარიან ნიშნულს გასცდა, აქედან გამომდინარე ვითარება ...

Read More »

მოქალაქეებმა საწვავზე გაზრდილი ფასები გააპროტესტეს

საწვავის გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით მოქალაქეებმა დიღომში საპროტესტო აქცია გამართეს. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბოლო კვირებში საწვავის ფასმა არაერთხელ მოიმატა, რაც მათი თქმით, პანდემიის პირობებში მოქალაქეებისთვის დამატებითი ტვირთია. აქციის მონაწილეებს „ვისოლის“ დირექტორი ვასილ ხორავა შეხვდა. ხორავამ მოქალაქეებს ის მიზეზები განუმარტა, თუ რატომ მოხდა საწვავზე ფასის გაზრდა. მანვე პროტესტის მონაწილეებს შეხვედრა შესთავაზა. „მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენ ლოიალურ მომხმარებლებს, რომლებმაც მიუხედავად საპროტესტო აქციისა, ...

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 12 ნოემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.17 (- 0,70)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  80,79 (- 0,80)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრი 2023-2024 წლებში ნავთობის რეკორდულ მოპოვებას პროგნოზირებს

რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი ნიკოლაი შულგინოვი მიიჩნევს, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მოცულობამ შესაძლოა დაახლოებით 560 მილიონ ტონას მიაღწიოს, – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მისი აზრით, რუსეთს შეუძლია გაიმეოროს „შავი ოქროს“ მოპოვების რეკორდული მოცულობა. შეგახსენებთ, რომ ნავთობის მოპოვების რეკორდი რუსეთმა 2019 წელს დაამყარა. შემდეგ წელს შესაძლებელი გახდა დაახლოებით 560,3 მილიონი ტონა ნედლეულის ამოტუმბვა.

Read More »

OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა, შესაძლოა, დეკემბერში განიხილონ

1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის ქვეყნების მინისტრებმა, შესაძლოა, 2022 წლის 1 აგვისტოდან გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენლის ჰეისამ ალ-გაისის კანდიდატურა განიხილონ. 2016 წლიდან ოპეკის გენერალური მდივნის პოსტს მოჰამედ ბარკინდო იკავებს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში ეწურება. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გენერალური მდივანი სამი წლის ვადით აირჩევა და მისი ხელახალი არჩევა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი. ჰეისამ ალ-გაისი OPEC-ში 2017 წლიდან ...

Read More »
ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ევროკომისიამ 2021 წლისთვის Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი გაზარდა

ევროკომისიამ გაზარდა Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 71,6 დოლარამდე/ბარელზე 68,7 დოლარიდან, ევროკომისიის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „სავარაუდოდ,  ნავთობის ფასი გაიზრდება 2021 წლის 71,6 დოლარიდან/ბარელზე 2022 წელს 78,9 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო 2023 წელს შემცირდება 72,3 დოლარამდე/ბარელზე“, – ნათქვამია პროგნოზში. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია Brent  მარკის ნავთობზე. ევროკომისიის წინა პროგნოზის თანახმად, რომ Brent მარკის ნავთობი  მიმდინარე წელს ეღირება 68,7 ...

Read More »

ოპეკმა უცვლელი დატოვა ორგანიზაცის “არაწევრი” ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების პროგნოზები 2022 წლამდე

ოპეკმა უცვლელი დატოვა  ნავთობის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციაში არშემავალი ქვეყნების მიერ 63,64 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში  მიმდინარე წელს და 66,66 მილიონი ბარელის ოდენობით მომავალ წელს, ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. „2021 წელს თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდის პროგნოზი ოპეკის არაწევრ ქვეყნებში უცვლელი რჩება, 0,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, საშუალოდ 63,6 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში… უცვლელი რჩება ასევე პროგნოზი თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდასთან ...

Read More »