ოპეკმა უცვლელი დატოვა ნავთობის მოპოვების პროგნოზი ორგანიზაციაში არშემავალი ქვეყნების მიერ 63,64 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში მიმდინარე წელს და 66,66 მილიონი ბარელის ოდენობით მომავალ წელს, ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
„2021 წელს თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდის პროგნოზი ოპეკის არაწევრ ქვეყნებში უცვლელი რჩება, 0,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში, საშუალოდ 63,6 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში… უცვლელი რჩება ასევე პროგნოზი თხევადი ნახშირწყალბადების მოპოვების ზრდასთან დაკავშირებით 2022 წელსაც – 3 მილიონი ბარელით/დღეში, საშუალოდ 66,7 მლნ ბარელამდე/დღეში“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე შენარჩუნებულია 2020 წელს ნავთობისა და კონდენსატის წარმოების შეფასება ოპეკს-გარეთ 62,98 მილიონი ბარელის ოდენობით დღე-ღამეში.
მოსალოდნელია, რომ 2021 წელს ნავთობის მოპოვება იმ ქვეყნებში, რომლებიც არ შედიან ოპეკში, გაიზრდება კანადაში, რუსეთში, ჩინეთში, ნორვეგიაში, ბრაზილიაში, გაიანასა და ყატარში, ხოლო შემცირდება დიდ ბრიტანეთში, კოლუმბიაში, ინდონეზიასა და ეგვიპტეში. ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალა 2022 წელს იქნებიან რუსეთი და აშშ.