OPEC-ის ახალი გენერალური მდივნის კანდიდატურა, შესაძლოა, დეკემბერში განიხილონ

1 დეკემბერს გამართულ შეხვედრაზე OPEC-ის ქვეყნების მინისტრებმა, შესაძლოა, 2022 წლის 1 აგვისტოდან გენერალური მდივნის პოსტზე ქუვეითის წარმომადგენლის ჰეისამ ალ-გაისის კანდიდატურა განიხილონ.

2016 წლიდან ოპეკის გენერალური მდივნის პოსტს მოჰამედ ბარკინდო იკავებს. მისი უფლებამოსილების მეორე ვადა 2022 წლის ივლისში ეწურება. ორგანიზაციის წესდების მიხედვით, გენერალური მდივანი სამი წლის ვადით აირჩევა და მისი ხელახალი არჩევა მხოლოდ ერთხელ არის შესაძლებელი.

ჰეისამ ალ-გაისი OPEC-ში 2017 წლიდან 2021 წლამდე ქუვეითის დელეგაციას ხელმძღვანელობდა. ამავდროულად ის ემირატის ნავთობის მინისტრების მრჩევლად მუშაობდა. როგორც OPEC-ის დოკუმენტშია ნათქვამი, „მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა OPEC+-ის ქვეყნების თანამშრომლობის დეკლარაციის განხორციელებაში, განსაკუთრებით 2017 წელს, როდესაც შეთანხმების ძირითადი მექანიზმებს საფუძველი ეყრებოდა“.

წყარო: report.ge

Leave a Reply