ამერიკელი ტრეიდერი ნავთობის ფასის 90 დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს

ევროკომისიამ 2021 წლისთვის Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი გაზარდა

ევროკომისიამ გაზარდა Brent მარკის ნავთობის საშუალო წლიური ფასის პროგნოზი მიმდინარე წლისთვის 71,6 დოლარამდე/ბარელზე 68,7 დოლარიდან, ევროკომისიის შემოდგომის ეკონომიკურ პროგნოზზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

„სავარაუდოდ,  ნავთობის ფასი გაიზრდება 2021 წლის 71,6 დოლარიდან/ბარელზე 2022 წელს 78,9 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო 2023 წელს შემცირდება 72,3 დოლარამდე/ბარელზე“, – ნათქვამია პროგნოზში. დოკუმენტის მიხედვით, საუბარია Brent  მარკის ნავთობზე.

ევროკომისიის წინა პროგნოზის თანახმად, რომ Brent მარკის ნავთობი  მიმდინარე წელს ეღირება 68,7 დოლარი/ბარელზე, ხოლო მომავალ წელს – 68,3 დოლარი/ბარელზე.

ენერგიაზე ფასების ზრდის ფონზე ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა ინფლაციის პროგნოზი ევრო ზონაში – 2.4%-მდე 2021 წელს და 2.2%-მდე 2022 წლისთვის და ელოდება მის შენელებას 2%-ს ქვევით მხოლოდ 2023 წელს –  1,4%-ზე

Leave a Reply