რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს ხელმძღვანელი ნიკოლაი შულგინოვი მიიჩნევს, რომ 2023-2024 წლებში ქვეყანაში ნავთობის მოპოვების მოცულობამ შესაძლოა დაახლოებით 560 მილიონ ტონას მიაღწიოს, – იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
მისი აზრით, რუსეთს შეუძლია გაიმეოროს „შავი ოქროს“ მოპოვების რეკორდული მოცულობა.
შეგახსენებთ, რომ ნავთობის მოპოვების რეკორდი რუსეთმა 2019 წელს დაამყარა. შემდეგ წელს შესაძლებელი გახდა დაახლოებით 560,3 მილიონი ტონა ნედლეულის ამოტუმბვა.