უკრაინა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ აზერბაიჯანიდან 390 მლნ დოლარის ნავთობის იმპორტი განახორციელა

მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში უკრაინამ ნავთობისა და სანავთობო ნედლეულის იმპორტი 9,6%-ით გაზარდა 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,155 მლნ ტონამდე. ქვეყნის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.

გავრცელებული მონაცემების თანახმად, განხორციელდა 583,566 მლნ დოლარის ნედლეულის იმპორტი, რაც 1,7-ჯერ მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით.

მათ შორის, აზერბაიჯანიდან შემოვიდა 390,435 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ნედლეული, ალჟირიდან – 100,146 მლნდოლარის, ლიბიიდან – 92,303 მლნ დოლარის, სხვა ქვეყნებიდან – 0,682 მლნ დოლარის.

Leave a Reply