ნავთობპროდუქტები

მომხმარებელი ქვეყნები ზეწოლას ახდენენ “OPEC +”-ზე ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდის შესახებ, პუტინის განცხადების შემდეგ

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებამ ნავთობის ფასის 100 დოლარამდე შესაძლო გაზრდის შესახებ შეაშფოთა აშშ, იაპონია და ინდოეთი, Bloomberg-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტოირთა კავშირი”. სტატიის ავტორების თქმით, ამ განცხადების შემდეგ მომხმარებელმა ქვეყნებმა დაიწყეს ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ძლიერი დიპლომატიური ზეწოლა “OPEC +”-ზე მოპოვების გაზრდისათვის. „ბაიდენის ადმინისტრაცია სულ უფრო მეტად არის შეშფოთებული ბენზინის ფასების ზრდით, რომელმაც შვიდი წლის მაქსიმუმს მიაღწია. უკვე ...

Read More »

საქართველოში საწვავი ისევ გაძვირდა

გასული ერთი თვის განმავლობაში საქართველოში საწვავზე ფასები საშუალოდ 4 თეთრით გაიზარდა. უკანასკნელი ორი კვირის განმავლობაში ქვეყანაში ყველა ტიპის საწვავის ღირებულება გაზრდილია. რაც შეეხება კონკრეტულად საწვავის ტიპებს – Regular 92 ტიპის ბენზინის საშუალო ღირებულება დაახლოებით 2,94 ლარს შეადგენს, Super-ის საშუალო ფასი 3,17 ლარია, ხოლო Premium-ის ტიპის საწვავის ღირებულება საშუალოდ 3,25 ლარია. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო ფასები ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს:       წყარო: report.ge

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.38  (+ 0.06)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  83,57 (+ 0,76)  დოლარი/ბარელზე.

Read More »
Citigroup-მა ნავთობის გაძვირების მიზეზი დაასახელა

მსხვილი ნავთობკომპანიების შემოსავლები 13 წლიან მაქსიმუმზეა

დასავლური სამყაროს უმსხვილეს ნავთობკომპანიებს 2008 წლის კრიზისის შემდეგ სავარაუდოდ, ყველაზე მომგებიანი მესამე კვარტალი ჰქონდათ. ანალიტიკოსების შეფასებით, ხუთი უმსხვილესი ნავთობკომპანია, დაწყებული Royal Dutch Shell-ით და TotalEnergies-ით, მესამე კვარტალში დაახლოებით $29 მილიარდის თავისუფალ ფულად ნაკადს დააფიქსირებს. ნედლ ნავთობზე ძლიერი მოთხოვნა, ბუნებრივ აირზე და ქიმიკატებზე ფასების ზრდა და გადამამუშავებელი ბიზნესის ზრდა ინდუსტრიისთვის, სავარაუდოდ, მთავარი მამოძრავებელი იქნება. სასაქონლო ფასების ზრდის მიუხედავად, საჯარო ნავთობკომპანიების აღმასრულებლები ...

Read More »
საწვავი 12–15 თეთრით გაძვირდა – ფასების ზრდა შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს

2021 წელს საქართველოში ბენზინი 44.0%-ით, ხოლო დიზელი 37.0%-ით გაძვირდა

საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის სექტემბრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა. 2020 წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინი – 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა. 2021 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა სექტემბერში 0.2 პროცენტით ...

Read More »

იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთში ნავთობის ექსპორტი და მოპოვება შემცირდა

მ/წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მკვეთრად შემცირდა. ქვეყანაში ნავთობის მოპოვებაც შემცირდა. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი 6,8%-ით შემცირდა წლიურ გამოხატუილებაში 150,6 მლნ ტონამდე. აგვისტოში ნავთობის ექსპორტი გაიზარდა 17,4%-ით წლიურ გამოხატულებაში და 3,7%-ით თვიურ გამოხატულებაში 19,6 მლნ ტონამდე. ამავდროულად, იანვარ-აგვისტოს თვეებში რუსეთში ნავთობის მოპოვება 0,8%-ით შემცირდა ...

Read More »

ნავთობსა და გაზზე მოთხოვნილების ზრდამ PetroChina-სა და Sinopec-ს შემოსავლის გაზრდის საშუალება მისცა მე-3 კვარტალში

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, ჩინური ნავთობისა და გაზის კომპანიებმა “PetroChina Co.” და “China Petroleum & Chemical Corp.” (Sinopec) მესამე კვარტალში გაზარდეს საშემოსავლო მაჩვენებლები. მაჩვენებელი გაიზარდა ბუნებრივ გაზზე და ნავთობზე მოთხოვნილების ზრდის გამო. ამავე დროს, კომპანიების მოგება შემცირდა საოპერაციო ხარჯების გაზრდის გამო. PetroChina-ის მიერ გავრცელებული მონაცემების თანახმად, მისი სუფთა მოგება წინა კვარტალში 45%-ით დაეცა 22,09 მილიარდ იუანამდე (3,46 მილიარდი დოლარი). კომპანიის ...

Read More »

მომავალ წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების ადგილობრივი წარმოება იზრდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით: „2021 წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი საწარმოების მიერ ნედლი ნავთობის გადამუშავებამ შეადგინა 28 932,5 ტონა,  რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 8 937,2 ტონით ანუ 44,7%-ით მეტია. შედეგად, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში გადამუშავების შედეგად წარმოებულ იქნა: ბენზინი – 6 401,6 ტონა – გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 3 002  ტონით  ანუ 31.9%-ით; ...

Read More »
ენერგეტიკის საერთაშორისო ადმინისტრაციის განცხადების შედეგად ნავთობი ძვირდება

Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი შემცირდა, ხოლო Light Sweet-ის – გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის 28 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  ურთიერთსაპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe) Brent-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  84.32  (- 0.26)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) Light Sweet-ის ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  82.81 (+ 0,15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მლნ ბარელით გაიზარდა

გასული კვირის განმავლობაში აშშ–ში ნედლი ნავთობის მარაგები 4,27 მილიონი  ბარელით გაიზარდა და შეადგინა 430,812 მლნ ბარელი. აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. ბენზინის მარაგები შემცირდა 1,99 მილიონი ბარელით  და შეადგინა  215,746 მლნ ბარელი. დისტილატების მარაგები  შემცირდა 0,43 მილიონი ბარელით და შეადგინა  124,962 მლნ ბარელი. ნავთობის მოპოვება აშშ-ში კვირის განმავლობაში გაიზარდა 100 ათასი  ბარელით  და შეადგინა 11,4 მლნ ...

Read More »