საქართველოს ეროვნული ბანკი 2021 წლის სექტემბრის თვის მიმოხილვას აქვეყნებს.
ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში მობილობის აღდგენასთან ერთად გაიზარდა ნავთობზე მოთხოვნა და, შედეგად, ფასებიც, რამაც საწვავიც გააძვირა.
2020 წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ბენზინი – 44.0 პროცენტით, ხოლო დიზელი 37.0 პროცენტით გაძვირდა, რითაც საწვავის წვლილი წლიურ ინფლაციაში 1.9 პპ-ს გაუტოლდა.
2021 წლის სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 12.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო აგვისტოსთან შედარებით ფასებმა სექტემბერში 0.2 პროცენტით მოიმატა.