ნავთობპროდუქტები

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“Azeri LT CIF”-ის ნედლ ნავთობზე, რომელსაც აზერბაიჯანი მსოფლიო ბაზარს აწვდის, ფასი 0,65 აშშ დოლარით (0,86%) გაიზარდა. როგორც აღნიშნულის შესახებ იტყობინება Report, Azeri Light-ის მარკის ერთი ბარელი ნავთობის ფასი ამ დროისათვის 76,7 აშშ დოლარს შეადგენს. ცნობისთვის, ყველაზე დაბალი ფასი, 2020 წლის 21 აპრილს დაფიქსირდა, იმ დროისთვის 1 ბარელი “Azeri LT CIF”-ის ნედლი ნავთობი 15,81 აშშ დოლარი ღირდა, ხოლო მაქსიმალური ფასი 2008 წლის ივლისში 149,66 დოლარი ...

Read More »

IEA უშვებს სანავთობო ბაზარზე მნიშვნელოვან დეფიციტს “OPEC +”-ში უთანხმოების გამო

ნავთობის მსოფლიო ბაზარს ემუქრება ექსპორტიორთა ბრძოლის საფრთხე საბაზრო წილისათვის და დაჩქარებული ინფლაციის რისკის გამო, რამაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ეკონომიკის აღდგენას, რომელიც COVID-19 პანდემიის გამო დაზარალდა. საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (IEA) ივლისის თვის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კაშირი”. სააგენტოში მიიჩნევენ, რომ “OPEC +”-ის უთანხმოებამ შეიძლება გამოიწვიოს ნავთობის დეფიციტი. თუ ალიანსის ქვეყნები აგვისტოს თვეში ნავთობის მოპოვებას ივლისის დონეზე შეინარჩუნებენ, ნავთობის ბაზარი “მნიშვნელოვნად ...

Read More »
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გავლით ტრანსპორტირებული ნავთობის მოცულობა გაიზარდა

ჯეიჰანის პორტიდან 103 მილინზე მეტი ბარელი ნავთობი გაიგზავნა

კომპანიამ Botas International Limited (BIL), რომელიც თურქეთში ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენის ოპერატორია, ჯეიჰანის ტერმინალიდან 103,542 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება მოახდინა. ნედლი ნავთობი 143 ტანკერზე ჩაიტვირთა და მსოფლიო ბაზრებზე გადაიგზავნა. ამ დროისთვის ჯეიჰანის პორტიდან 4803 ტანკერია გაგზავნილი, რომლებმაც 3 მილიარდ 675 მილიონი ბარელი ნავთობის ტრანსპორტირება განაცორციელეს.

Read More »

ნავთობის ფასი შემცირდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   14 ივლისის   ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  74.76  (-  1.73 ) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  73.13 (- 2.12)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უკრაინამ აზერბაიჯანისგან 207,5 მილიონი დოლარის ნავთობი იყიდა

2021 წლის იანვარ-ივნისში უკრაინამ შეამცირა ნავთობისა და ნედლი ნავთობის იმპორტი 34,6%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 505,691 ათას ტონამდე. უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში 207,806 მილიონი დოლარის ნედლეულის იმპორტი განხორციელდა, რაც 21.5%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი. კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოიტანეს 207,418 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი, ხოლო ლიბიიდან 0,388 მილიონი დოლარის. ნინო სამადაშვილი

Read More »
ნავთობიმპორტიორებმა საწვავის ფასი ისევ გააძვირეს

ერთ წელიწადში ნავთობი საშუალოდ 33.5%-ით გაძვირდა – რა ღირს საწვავი საქართველოში

საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობზე ფასების ზრდისა და მეორეს მხრივ, ლარის მკვეთრი გაუფასურების ფონზე, ერთი წლის განმავლობაში საწვავის ფასი საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამას ადასტურებს სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საწვავის საშუალო ფასი 33.5%-ით გაიზარდა. რაც შეეხება უშუალოდ საწვავის ტიპებს: ამ ერთი წლის განმავლობაში Regular 92-ის ფასი 46.7%-ით გაიზარდა და ბაზარზე მისი ღირებულება ერთ ლიტრზე საშუალოდ 2,88 ლარია. გარდა ამისა, გაზრდილია ...

Read More »

IEA-მ 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა და მის ზრდას დღე-ღამეში 5,4 მილიონი ბარელით ზრდას ელოდება. 2022 წელს კი კიდევ დღე-ღამეში 3 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული. IEA აღნიშნავს, რომ გლობალური გლობალური ეკონომიკური ზრდა, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება და სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქება წლის ბოლომდე ნავთობზე გაძლიერებულ მოთხოვნას ხელს შეუწყობს. IEA–მ ასევე წარმოადგინა ...

Read More »

აზერბაიჯანის ნავთობის მარაგებმა 7 მლრდ ბარელი შეადგინა

2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში  ნავთობის დამტკიცებულმა მარაგებმა შეადგინა 7 მილიარდი ბარელი ანუ 1 მილიარდი ტონა. მსოფლიო ენერგეტიკული კომპანია BP-ის სტატისტიკის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”. მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ემთხვევა 2019 წლის ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს. 2000 წლის ბოლოს ქვეყნის ნავთობის მარაგებმა შეადგინა 1,2 მილიარდი ბარელი. 2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში გაზის დამტკიცებული მარაგების ოდენობამ შეადგგინა 2,5 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც წინა ...

Read More »

როგორ განვითარდება მოვლენები ნავთობის მსოფლიო ბაზარზე და რა გავლენას იქონიებს აღნიშნული საქართველოში საწვავის ფასებზე?

ნავთობის მსოფლიო ბაზარზე ფასები კვლავაც არასტაბილურია. სიტუაციას კიდევ უფრო ამწვავებს გაურკვევლობა „ოპეკში“. ვენის შეთანხმების ქვეყნების მინისტრები ნავთობის მოპოვების დონეზე უნდა შეთანხმებულიყვნენ 30 ივნისს – 1 ივლისს. მაგრამ საუდის არაბეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს შორის დაძაბულობამ პროცესი შეაჩერა. ამ ეტაპზე, მოკლევადიან პერსპექტივაში, მოთხოვნა ნავთობზე არ შემცირდება და ფასების ზრდა გაგრძელდება – დღეს ბაზარზე ნავთობის დეფიციტია, რომლის შევსებასაც რამდენიმე თვე დასჭირდება. შესაძლოა ...

Read More »
ძლიერი დოლარი და ჩინეთის პრობლემები ნავთობს კიდევ უფრო აიაფებს

მცირედით შემცირების შემდეგ, ნავთობის ფასი ისევ გაიზარდა

“ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის” ცნობით, 2021 წლის   13 ივლისის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი  გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.49 (+  1.33) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  76.25 (+ 1.15)  დოლარი/ბარელზე.

Read More »