2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში ნავთობის დამტკიცებულმა მარაგებმა შეადგინა 7 მილიარდი ბარელი ანუ 1 მილიარდი ტონა. მსოფლიო ენერგეტიკული კომპანია BP-ის სტატისტიკის მიმოხილვაზე დაყრდნობით, იუწყება “ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი”.
მონაცემების მიხედვით, ეს მაჩვენებელი ემთხვევა 2019 წლის ბოლო პერიოდის მაჩვენებლებს. 2000 წლის ბოლოს ქვეყნის ნავთობის მარაგებმა შეადგინა 1,2 მილიარდი ბარელი.
2020 წლის ბოლოსთვის აზერბაიჯანში გაზის დამტკიცებული მარაგების ოდენობამ შეადგგინა 2,5 ტრილიონი კუბური მეტრი, რაც წინა წლის მაჩვენებლებს ემთხვევა.
2000 წლის ბოლოს ეს მაჩვენებელი შეადგენდა 1 ტრილიონ კუბურ მეტრს.