2021 წლის იანვარ-ივნისში უკრაინამ შეამცირა ნავთობისა და ნედლი ნავთობის იმპორტი 34,6%-ით 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 505,691 ათას ტონამდე.
უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის მონაცემებით, ექვსი თვის განმავლობაში 207,806 მილიონი დოლარის ნედლეულის იმპორტი განხორციელდა, რაც 21.5%-ით ნაკლებია, ვიდრე ერთი წლის წინანდელი მაჩვენებელი.
კერძოდ, აზერბაიჯანიდან შემოიტანეს 207,418 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი, ხოლო ლიბიიდან 0,388 მილიონი დოლარის.
ნინო სამადაშვილი