IEA-მ 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) 2021 წელს ნავთობზე გლობალური მოთხოვნის პროგნოზი შეინარჩუნა და მის ზრდას დღე-ღამეში 5,4 მილიონი ბარელით ზრდას ელოდება. 2022 წელს კი კიდევ დღე-ღამეში 3 მილიონი ბარელით ზრდას პროგნოზირებს. ამის შესახებ ორგანიზაციის ანგარიშშია აღნიშნული.

IEA აღნიშნავს, რომ გლობალური გლობალური ეკონომიკური ზრდა, ვაქცინაციის ტემპების დაჩქარება და სოციალური დისტანცირების ზომების შემსუბუქება წლის ბოლომდე ნავთობზე გაძლიერებულ მოთხოვნას ხელს შეუწყობს.

IEA–მ ასევე წარმოადგინა სტატისტიკური მონაცემები ივნისში ნავთობის გლობალური წარმოების შესახებ. სააგენტოს მონაცემებით, მაისთან შედარებით ის დღე-ღამეში 1,1 მილიონი ბარელით გაიზარდა.

”მთლიანი მარაგი მაისში 2 945 მილიონი ბარელი იყო, რაც 2016-2020 წლების საშუალო მაჩვენებელზე 75.8 მილიონი ბარელით დაბალია”, – ნათქვამია ანგარიშში.

 

Leave a Reply