ნავთობპროდუქტები

OPEC ევროკავშირს: რუსული ნავთობის ჩანაცვლება „თითქმის შეუძლებელია“

OPEC-ის გენერალური მდივნის ბარკინდოს თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი დაკარგოს დღე/ღამეში. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებმა შესაძლოა გამოიწვიოს ნავთობის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე უარესი შეფერხება ისტორიაში, დაკარგული მოცულობის ანაზღაურება შეუძლებელია. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებისა და სხვა შეზღუდვების შედეგად მსოფლიო ბაზარმა შეიძლება დაკარგოს დაახლოებით 7 მილიონი ბარელი რუსული ნავთობი და ...

Read More »

ვახტანგ ჭარაია: ბაზარზე ნავთობპროდუქტების კონკურენტუნარიანი ფასებისთვის კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება იკვეთება

იმისთვის, რომ ნავთობპროდუქტები ბაზარზე ღირდეს კონკურენტუნარიანი ფასი, პრემიერ-მინისტრს განცხადების გაკეთება არ უნდა სჭირდებოდეს. ჩემი გადმოსახედიდან აქ იკვეთება კონკურენციის სააგენტოს აქტიურობის საჭიროება, – ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, წარმოუდგენელია, ბაზარზე ყველა მოთამაშეს ერთდროულად შეეძლოს ან არ შეეძლოს როგორც ფასების მომატება, ასევე დაკლება. „წარმოუდგენელია, რომელიმე მათგანს არ გაუჩნდეს ამბიცია, რომ ფასით აჯობოს თავის ...

Read More »

ნავთობის ფასი გაიზარდა

2022 წლის 12 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  105.02 (+6.54)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  100.78 (+6.49)  დოლარი/ბარელზე

Read More »

ზელენსკი: ბუჩის მოვლენებმაც კი ვერ აიძულა ევროკავშირი, რუსეთის ენერგორესურსებზე ემბარგო დაეწესებინა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირი იმის გამო გააკრიტიკა, რომ რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ სანქციების მეექვსე პაკეტში დაიწყო. ამის შესახებ მან ლიეტუვის პარლამენტისთვის მიმართვის დროს თქვა. „თუ რუსული ნავთობისთვის ემბარგოს დაწესებაზე ფიქრი მხოლოდ მეექვსე პაკეტის დროს დაიწყეს, მაშინ მსოფლიო ვერ აცნობიერებს, თუ რა სახის ომისთვის ემზადებოდა რუსეთი. თუ ჯერ კიდევ არ არის მკაფიო მიდგომა რუსულ გაზთან დაკავშირებით, მაშინ ვერ ...

Read More »

მიუხედავად ფასის 35 დოლარით შემცირებისა, ინდურმა კომპანიამ რუსული Urals-ის ნავთობი ტენდერიდან ამოიღო

ინდოეთის უმსხვილესმა ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანა Indian Oil Corporation-მა, ბოლო ტენდერის ფარგლებში, რამდენიმე მაღალგოგირდიანი ხარისხის ნავთობის, მათ შორის რუსული Urals-ის ნედლეულის შესყიდვაზე უარი განაცხადა. ინფორმაციას Reuters წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. წყაროს ცნობით, Indian Oil-მა ბაზრის მონაწილეებს აცნობა, რომ ტენდერში, რომელიც დღეს უნდა დასრულდეს, Das-ის, Eugene Island-ის, Thunder Horse-ისა და Urals-ის ნავთობი აღარ შედის. Indian Oil ნედლეულის იმპორტს თავისთვის და შვილობილი კომპანია Chennai Petroleum-ისთვის ...

Read More »

ბაიდენი მოდის: რუსული ნავთობის იმპორტი ინდოეთის ინტერესებში არ არის

11 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ონლაინ-შეხვედრა გამართეს. ბაიდენმა მოდის უთხრა, რომ რუსული ნავთობის გაზრდილი იმპორტი ინდოეთის ინტერესებში არ არის, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა. აშშ-ს ლიდერი ინდოეთს ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიცირებაში დახმარებას დაჰპირდა. ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთმა რუსეთისგან დისკონტირებულ ფასად 13 მილიონ ბარელამდე ნავთობი შეიძინა. შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში ინდოეთმა ჯამში რუსეთიდან 16 მილიონი ნავთბი შემოიტანა. “ბუჩას [სისხლისღვრის] ...

Read More »

ლაშა ხუციშვილი: ახალ კონტრაქტებში შემცირებული ფასები და შედარებით დასტაბილურებული ლარის კურსი აჩენს მოლოდინს, რომ საწვავის ფასი უნდა შემცირდეს

საქართველოს ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საწვავის ხარისხი აქამდეც მოწმდებოდა და ეს პროცესი სამომავლოდაც ანალოგიურად გაგრძელდება. რაც შეეხება საწვავის ფასებს, მინისტრის განმარტებით, მოსაწოდებელ საწვავთან დაკავშირებით დადებული კონტრაქტები არის გარკვეულწილად ფასების მაჩვენებელი და წინა თვეებთან შედარებით, კონტრაქტებზე ფასები შემცირებულია. „საწვავის ხარისხზე გეტყვით, რომ ხარისხის კომპონენტის შემოწმება ბუნებრივია, აქამდეც ხდებოდა და შემდგომ პერიოდშიც ანალოგიურად გაგრძელდება. ბუნებრივია, ფასების ინდიკატორი არის გარკვეულწილად ის კონტრაქტები, ...

Read More »

მთვრალაშვილი: ამ ეტაპზე რეგულარის ₾3-მდე გაიაფება შეუძლებელია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, გლობალურ ბაზრებზე დაწყებული საწვავის გაიაფება საქართველოზეც აისახება, თუმცა ეს მყისიერად ვერ მოხდება. მას დაკონკრეტება უჭირს, რამდენით შემცირდება ფასები, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე რეგულარის ტიპის ბენზინის 3 ლარამდე გაიაფება მოსალოდნელი არ არის. „ჯერ კიდევ გაყიდვაშია მაღალი ფასით იმპორტირებული საწვავი. ეს განაპირობებს, რომ ფიქსირდება ისტორიულად მაღალი ფასი საწვავზე საქართველოში. საწვავის გაიაფების გლობალური პროცესი უკვე ...

Read More »

ნავთობის ფასი 100 დოლარიან ნიშნულს ჩამოსცდა

2022 წლის 10 აპრილის  ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  98.77 (-3.86)  დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  94.75 (-3.53)  დოლარი/ბარელზე.

Read More »

უკრაინის პრემიერი: ნავთობის ემბარგოს გარეშე უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთს კიდევ დიდხანს ეყოფა

ნავთობის ემბარგოს გარეშე უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ეყოფა, – ამის შესახებ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის პირველ დიპლომატ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა. „მადლობას ვუხდით ევროპელ პოლიტიკოსებს სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებისთვის. რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს ამ ომის დაფინანსების, საგრძნობლად მცირდება, თუმცა ნავთობის ემბარგოს გარეშე მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ...

Read More »