ნავთობის ემბარგოს გარეშე უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ეყოფა, – ამის შესახებ კიევში ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროკავშირის პირველ დიპლომატ ჟოზეფ ბორელთან შეხვედრაზე უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
„მადლობას ვუხდით ევროპელ პოლიტიკოსებს სანქციების მეხუთე პაკეტის დაწესებისთვის. რუსეთის შესაძლებლობები, გააგრძელოს ამ ომის დაფინანსების, საგრძნობლად მცირდება, თუმცა ნავთობის ემბარგოს გარეშე მშვიდობიანი უკრაინული ქალაქების დასაბომბად რესურსი რუსეთის კიდევ დიდხანს ეყოფა. ამიტომ მოვუწოდებთ ევროკავშირის ქვეყნებს, რაც შეიძლება სწრაფად განიხილონ ეს საკითხი“, – აცხადებს შმიგალი.