11 აპრილს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ ონლაინ-შეხვედრა გამართეს.
ბაიდენმა მოდის უთხრა, რომ რუსული ნავთობის გაზრდილი იმპორტი ინდოეთის ინტერესებში არ არის, განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.
აშშ-ს ლიდერი ინდოეთს ენერგორესურსების ბაზრის დივერსიფიცირებაში დახმარებას დაჰპირდა.
ბოლო კვირების განმავლობაში ინდოეთმა რუსეთისგან დისკონტირებულ ფასად 13 მილიონ ბარელამდე ნავთობი შეიძინა.
შედარებისთვის, გასული წლის განმავლობაში ინდოეთმა ჯამში რუსეთიდან 16 მილიონი ნავთბი შემოიტანა.
“ბუჩას [სისხლისღვრის] შემდეგ ინდოეთმა თავისი პოზიცია უფრო მკაფიოდ უნდა დააფიქსიროს”, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა.
მხარეებმა ასევე განიხილეს ინდოეთი-წყნარი ოკეანის სფეროში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები.
ინდოეთი აშშ-სთან, ავსტრალიასთან და იაპონიასთან ერთად კვადის ალიანსის წევრია, რომლის მთავარ ამოცანას რეგიონში ჩინეთის ექსპანსიის შეკავება წარმოადგენს.