იაპონია რუსეთს უახლოეს მომავალში ნავთობზე ემბარგოს არ დაუწესებს – ქვეყანას ენერგორესურსები შეზღუდული აქვს, ამიტომ მას გაუჭირდება დაუყოვნებლივ მიჰბაძოს ევროკავშირის მაგალითს. ამის შესახებ იაპონიის ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრმა კოიჩი ჰაგიუდამ განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია კოორდინირება იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ შეზღუდონ ენერგორესურსების იმპორტი რუსეთიდან. მინისტრმა დასძინა, რომ იაპონია მზადაა განიხილოს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები G7-ის ფარგლებში, აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის წინადადების შემდეგ. ...
Read More »