ინდოეთს, რუსული ნავთობის ყიდვა მეტი ფასდაკლებით სურს

ინდოეთი ცდილობს რუსულ ნავთობზე მეტი ფასდაკლება მიიღოს და სურს ბარელი $70 იაფად იყიდოს. ამის შესახებ Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს ცნობით, მოსკოვში მოლაპარაკებაზე მყოფმა ინდოეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სურთ დამატებითი ხარჯები შეამცირონ, რომელიც რუსული ნავთობის შესყიდვასთანაა დაკავშირებული და ნედლეული უფრო დაბალ ფასში იყიდონ, რადგან გართულებული გეოპოლიტიკური ვითარების გამო, სანქციების შედეგად ზეწოლა იზრდება.

4 მაისის მონაცემებით Brent-ის მარკის ნავთობის ერთ ბარელზე ICE -ს ბირჟაზე ვაჭრობისას $108 დაფიქსირდა.

ინდოეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელსაც რუსული ნავთობის იმპორტზე უარი არ უთქვამს. „მსოფლიოში ნავთობის სიდიდით მესამე იმპორტიორის საჯარო და კერძო ქარხნებმა 40 მილიონ ბარელზე მეტი რუსული ნავთობი იყიდეს თებერვლის ბოლოს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. ეს 20%-ით მეტია, ვიდრე რუსეთმა  ინდოეთს 2021 წელს მიაწოდა“, – წერს სააგენტო.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი ინდოეთს ორმაგი გადახდის მექანიზმს სთავაზობს: რუსული ნავთობისთვის – დოლარში ან ევროში, სხვა საქონელზე – რუპიებში და რუბლებში SWIFT-ის, რუსული ფინანსური შეტყობინებების გადაცემის სისტემის ალტერნატივის მეშვეობით. თუმცა სააგენტო წერს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ არ იყო მიღებული.

Leave a Reply